ახალი სიყვარული (ტელენოველა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ახალი სიყვარული
Un nuevo amor escena.png
სატიტულო კადრი
ჟანრი დრამა
სერიალი
ავტორი ხოსე იგნასიო კაბრუხასი
შეიმუშავა ბეტჰელ ფლორესმი
რეჟისორი ელისა სალინასი
მონაწილეობენ სესილია პონსე
სერხიო ბასანესი
კარენ სენტიესი
ვანესა აკოსტა
მთავარი თემა Un Nuevo Amor (ახალი სიყვარული)
ფინალური თემა Un Nuevo Amor (ახალი სიყვარული)
კომპოზიტორ(ებ)ი ოსკარ ლოპესი
პაულა დე ხესუსი
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
ენა ესპანური
სეზონი 1
ეპიზოდი 85
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი ფიდეს ველასკო
ხანგრძლივობა 45 წთ
კომპანია TV Azteca
ეთერში 24 მარტი, 200318 ივლისი, 2003


ახალი სიყვარული (ესპ. Un nuevo amor) — მექსიკური ტელენოველა, რომელიც TV Azteca-მ გადაიღო 2003 წელს. მთავარ როლებს ასრულებენ სესილია პონსე, სერხიო ბასანესი, კარენ სენტიესი და ვანესა აკოსტა. სერიალი წარმოადგენს 1988-1989 წლებში გადაღებული ვენესუელური სერიალ ქალბატონის (ესპ. Señora) გადამუშავებას, რომელიც ტელეკომპანია RCTV-მა გადაიღო. სერიალი 85 ეპიზოდისგან შედგება და ორ ეტაპად იყოფა,პირველი ეტაპი 45 ეპიზოდს მოიცავს და ორიგინალურ ვერსიას ეთმობა, მოკლედ არის გადმოცემული მთავარი გმირის ესტრელა მონტიელის ცხოვრება, რომელიც 45-ე სერიიდან ტოვებს სერიალს, რადგან მისი პერსონაჟი კვდება სერიალში. ხოლო მეორე ეტაპი 46-ე ეპიზოდიდან იწყება და სანტიაგოს შურისძიებას და ახალი სიყვარულის გამოჩენას ეთმობა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესტრელა მონტიელი არის ახალგაზრდა გოგონა, რომელიც სიღარიბეში გაიზარდა, ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვა მას დამოუკიდებლად უწევს, იმისთვის, რომ თავი ირჩინოს ის ხშირად ქურდობს კიდეც. ერთ-ერთი ქურდობის შემდეგ, ესტრელა შემთხვევით ქუჩაში დაეჯახება ადვოკატ სანტიაგო მენდოდას, რა დროსაც შეამჩნევს, რომ პოლიციელები მას ეძებენ, ამიტომ პოლიციელების ყურადღების გადასატანად და ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად ესტრელა უეცრად აკოცებს სანტიაგოს, პოლიცია დაინახავს მათ მაგრამ ჩათვლის, რომ შეყვარებულები არიან და სხვა მიმართულებით დაიწყებს ძებნას. ესტრელას ჰყავს ნათლული, რომელიც ასევე ღარიბია და მძიმედ არის ავად, ამიტომ ბავშვის ცხოვრების გასალამაზებლად, ერთ დღეს მაღაზიაში, მოიპარავს ტანსაცმელსა და სათამაშაოებს, თუმცა მაღაზიის მეპატრონე უკან დაედევნება და დაიჭერს, ესტრელა მას პატიებას და პოლიციის ჩარევის გარეშე გაშვებას სთხოვს, მაღაზიის მეპატრონეც დათანხმდება თუმცა სანაცვლოდ, მოსთხოვს სექსუალური ურთიერთობის დამყარებას რა დროსაც ესტრელა ხელში აიღებს მაკრატელს და მაღაზიის მეპატრონეს ხელში მსუბუქად დაჭრის და გაიქცევა მოპარული ტანსაცმლით და სათამაშოებით, თუმცა მაღაზიის მეპატრონე პოლიციას გამოიძახებს და ესტრელასაც მალევე დააკავებენ, ის 3 წეოს გაატარებს ციხეში და გამოსვლის შემდეგ შეიტყობს მისი წარსულის შესახებ, მისი გამზრდელი ენედინა მომტოია ჩამოვა სოფლიდან მის სანახავად და ეტყვის რომ დედამისი ცოცხალია და მას ვალენტინა მენდესი ქვია. ვალენტინა მენდესი წარმატებული ბიზნესმენის ცოლი და ორი ქალიშვილის დედაა, თუმცა ქმარი არასდროს ჰყვარდებია და ყოველთვის ღალატობდა, რადგან წარსულმა მას დიდი იარა დაუტოვა ესტრელას სახით რომლის შესახებ ვალენტინას წარმოდგენაც კი არ აქვს. მთავარი სიურპრიზი ესტრელას მაშინ ელოდება როდესაც გაიგებს,რომ დედა რომელსაც ამდენი ხანი ეძებდა მისი მთავარი მეტოქეა, რადგან ორივე მათგანს დედას და შვილს ერთი მამაკაცი სანტიაგო მენდოსა შეუყვარდებათ.

ახალი სიყვარული პირველი ეტაპი
ახალი სიყვარული მეორე ეტაპი

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი გმირი აღწერა
სესილია პონსე ესტრელა მონტიელი †
სერხიო ბასანესი სანტიაგო მენდოსა ადვოკატი
კარენ სენტიესი ვალენტინა მენდესი †
ვანესა აკოსტა იზაბელ ოლმედო
რამირო უერტა ტირსო
ამერა ვიმერი ისაიასი ლუხანი პილარის მამა
ფერნანდო დელ სოლარი მიშელ იტრიაგო ვალენტინას საყვარელი
დანიელა გარმენდია კანდელა ტირსოს ცოლი, რაულის ცოლი
ეუხენიო მონტესორო ვალენტინას ქმარი
ტომას გორასი ელიაზარ რანგელი ვალენტინას ძველი მეგობარი, ესტრელას მამა
ერიკა დე ლა ლიავე
ხესუს ესტრადა
ხავიერ რუისი
სურია მაკგრეგორი ელოისა ვალენტინას დამხმარე კომპანიაში
მარგარიტა ვეინი იმელდა დე ლუხანი იასიასის ცოლი
სანდრა ბენუმეა იაჰაირა
კლაუდია ალვარესი სესილია იტურალდე მენდესი ვალენტინას მეორე ქალიშვილი
სანდრა ბარგოსი პილარი ლუხან დე მენდოსა სანტიაგოს ცოლი
ალბერტო კაზანოვა რაული ადვოკატი, სანტიაგოს მეგობარი
ლუის ფელიპე კუევა ალვარო
გონსალო გარსია ვივანკო პაბლო დე ლა ვეგა მონტოია ენედინას დაკარგული შვილი
ლაურა დე იტა სერენდელა
შარი გომესი კარენ მენდოსა სანტიაგოსა და პილარის ქალიშვილი
ალტაირ ხარაბო ხიმენა მიშელის ქალიშვილი
ელბა ხიმენესი ირინა იტურალდე მენდესი ვალენტინას მესამე ქალიშვილი
სესილია პინეირო დებორა ლუხანი პილარის და
ლეონარდო რეი მაურისიო
რაიზა ლარიოსი სილვინა
ლუდვინა ველარდე ზორაიდა
სიმონე ვიქტორია ლუისა
გილერმო ხილი აკილეს მენოდოსა სანტიაგოს მამა
ედუარდო არაიელო ხულიო სანტანა ოლმედოს ოჯახის, კომპანიის თანამშრომელი, რომელიც ვალენტინასთან ერთად მოქმედებას სანტიაგოს გასანადგურებლად
როდრიგო კაჩერო ედუარდო იზაბელის ოჯახის მეგობარი, სანტიაგოს ადვოკატი, რომელიც კაროლინაზეა შეყვარებული
ლუის მიგელ ლომბანა ალეხანდრო ოლმედო იზაბელის მამა და ვალენტინას მეორე ქმარი
ანა დიას დე ლეონი კაროლინა † მონაზონი, იზაბელისა და სანტიაგოს მეგობარი
ვანესა ვილიელა პატრისია
ტანია არენდონდო მარია
ალეხანდრო ლუკინი დანიელი
ლუს ელენა სოლისი ლუსი ოლმედო ალეხანდროს და, იზაბელის მამიდა
არასელი ჩავირა ალეიდას და
ადრიანა ლიზანა აიდე
მარიო ლორია ალბერტო
მონიკა უარტე როსიო
რამონ ბასეტი პეპე
სოფია ლამა
ალეხანდრო ბაჩირი
მარია ელენა ოლივარესი
პაულა ადრიანა
ალან ანდრე ტიტო კარმენ მენდოსას მეგობარი, რომელიც ბავშვთა სახლში ცხოვრობს
კარმენ დელ ვალე იფეგენია დე მენდესი

შემოქმედებითი ჯგუფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აღმასრულებელი პროდიუსერი - ფიდეს ველასკო
  • ასოცირებული პროდიუსერი - ემილია ლამოტე
  • კრეატიული პროდიუსერი - ხულიო ფონს მორალესი
  • გენერალური დირექტორი - რაფაელ გუტიერესი
  • სცენარის ავტორი - ალბერტო ბარერა
  • ორიგინალური იდეის ავტორი - ხოსე იგნასიო კაბრუხასი
  • ქასთინგი - ჟერარდო როდრიგესი
  • კოსტუმების დიზაინი - მიშელ სალაბურუ და ლაილა გუტირეზი
  • სცენოგრაფია - ფელიპე ლოპესი
  • კრეატივის დირექტორი - ხოსე ლუის დურან როხასი
  • სცენის რეჟისორი - კუატემოკ გომესი
  • ოპერატორის რეჟისორი - მანუელ რუიზ ესპარზა
  • განათების რეჟისორი - სეზარ ტაბოადა
  • გადამუშავება - ბეტჰელ ფლორესი
  • მუსიკალური თემის ავტორი - ხუან მარსელო, პაულა დე ჯესი, ოსკარ ლოპესი
  • მუსიკალური თემის რედაქტორი - Emy Music Publishing და Azteca Publishing
  • მუსიკალური თემა - ახალი სიყვარული (Un nuevo amor)
  • შემსრულებლები - ვიქტორ გარსია და მიგელ ანხელი
  • კომპოზიტორი - არმანდო ლოპესი

ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]