ცხვირფართო მაიმუნები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ახალი სამყაროს მაიმუნები)
ცხვირფართო მაიმუნები

ყავისფერი ობობასებრი მაიმუნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Platyrrhini (E. Geoffroy, 1812)

ცხვირფართო მაიმუნები, ახალი სამყაროს მაიმუნები, ან ამერიკული მაიმუნები (ლათ. Platyrrhini) — ძუძუმწოვრების ქვერიგი პრიმატების რიგისა. უმრავლესობას ნესტოთაშორისი ძგიდე განიერი აქვს. მათი სხეულის სიგრძეა 13-75 სმ, კუდის სიგრძე 19-70 სმ-ს აღწევს. ლოყისუკანა პარკები და საჯდომი კორძები არა აქვთ. ცხვირფართო მაიმუნების ბეწვი რბილი და ხშირია. ცნობილია ხუთი ოჯახი: მოთამაშე მაიმუნისებრნი, ღამის მაიმუნები, ობობასებრი მაიმუნები, საკისებრნი და კაპუცინისებრნი (70-მდე სახეობა). გავრცელებულნი არიან სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში. ბინადრობენ ტყეებში. მეხეური ცხოველები არიან.

ოჯახები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]