ახალი რუსული ენციკლოპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალი რუსული ენციკლოპედია (რუსულ ენაზე - "NRE") - 19 ტომიანი უნივერსალური ენციკლოპედია, რომელიც შეიცავს 60 ათასზე მეტ სტატიას. ენციკლოპედია წარმოადგენს ინფორმაციის ფუნდამენტურ ნაკრებს მსოფლიოს ყველა ქვეყნის, ხალხისა და ენის, კონტინენტების, ოკეანეების, ზღვების, მდინარეების და ტბების, ცხოველებისა და მცენარეების შესახებ, ასევე, მსოფლიოში ფუნდამენტური მეცნიერებების, ხელოვნების ტიპების და ჟანრების, კულტურული და ისტორიული ეპოქების, პოლიტიკის, მეცნიერების, კულტურის, სპორტის ცნობილი სახეების შესახებ. ახალი რუსული ენციკლოპედია მიზნად ისახავს მკითხველთა ფართო სპექტრის დაინტერესებას - დაწყებული სკოლის მოსწავლეებიდან სტუდენტებამდე, განათლების სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, კულტურის მოღვაწეების, პოლიტიკოსების, მეწარმეების და ა.შ ჩათვლით..

გამოქვეყნებულია 2003 წლიდან გამომცემლობა "ენციკლოპედიის" მიერ. გამომცემობა შედის სამეცნიერო საგამომცემლო ცენტრის "INFRA-M" - ის კომპანიების ჯგუფში , რომელიც დაარსდა 2002 წელს. 2020 წლამდე, მას ხელმძღვანელობდნენ ამ საგამომცემლო პროექტის მთავარი ინიციატორები ახალი ენციკლოპედიის გამოსაცემად - 2001 წლამდე "დიდი რუსული ენციკლოპედიის" ყოფილი სამეცნიერო რედაქტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ნატალია ნიკოლოზის ასული შაპოვალოვა და გამომცემლობის მთავარი რედაქტორი - აკადემიკოსი ვიქტორ ივანეს ძე დანილოვ-დანილიანი; 2020 წლის მაისში ახალი გენერალური დირექტორი გახდა პეტრე ალექსანდრეს ძე ბერბეროვი, კომპანია "INFRA-M-ის" ელექტრონული ბიბლიოთეკების სისტემების სსქციო საზოგადოება "ЗНАНИУМ"- ის დირექტორი,

თავდაპირველად დაიგეგმებოდა თორმეტტომეულის გამოცემა, მაგრამ მოგვიანებით მათი რიცხვი 19-ით შეიცვალა და საბოლოოდ, გამოიცა 36 წიგნში გამოიცა. პირველი ორი ტომი გამოიცა ცალკე წიგნებად, მესამე ტომი და შემდგომი ტომები გამოიცა ნახევარტომებად. 2018 წლის იანვარში გამოქვეყნდა უკანასკნელი 19 (2) ტომი, რომელიც ასევე შევიდა ასტრონომიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, გეოლოგიის, დემოგრაფიის, მათემატიკის, მეცნიერების, ფიზიკის, ქიმიის, ეკოლოგიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საკითხები.

თემატური განყოფილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგია; არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება; ასტრონომია; ბიოლოგია; სამხედრო საქმე; გეოგრაფია; გეოლოგია; გეოდეზია და კარტოგრაფია; ლიტერატურა; მათემატიკა; მედიცინა; მუსიკა; განათლება და პედაგოგიკა; სამამულო და მსოფლიო ისტორია; პოლიტოლოგია; სამართალი; მრეწველობა; სოფლის მეურნეობა; კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები; სოციოლოგია; სპორტი; თეატრი და კინო; ტექნიკა; ტრანსპორტი; ფიზიკა; ფილოსოფია; ქიმია; ეკონომია; ეთნოგრაფია და სხვა.

სამეცნიერო-სარედაქციო საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალი რუსული ენციკლოპედიის საავტორო და სამეცნიერო-სარედაქციო მუშაობისაკენ მიმართული იყო რუსეთის, ახლო და საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრების წამყვანი ექსპერტების ყურადღება. ავტორთა, ექსპერტთა, რედაქტორთა გუნდი წარმოადგენს როგორც ტრადიციულ სამეცნიერო სკოლებს, ასევე სამეცნიერო აზროვნების ახალ მიმართულებებს.

ახალი რუსული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნეკიპელოვი ა. დ

გამომცემლობა "ენციკლოპედიის" მთავარი რედაქტორი - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დანილოვ-დანილიანი ვ. ი.

სარედაქციო საბჭოს წევრები: ანანიჩ ბ. ვ., ანინსკი ლ. ა., ანტონოვა ი. ა., ბალუევსკი იუ. ნ., ბერლიანტ ა. მ., ბოროდულინ ვ. ი., ვასილიევი ა. მ., გლებოვა ლ. ს., გუსეინოვი ა. ა., ვედერნიკოვი ა. ა., დავიდოვ ვ. მ., დმიტრიევსკი ა. ნ., ჟურავლევი ვ. ვ., ივანოვი ბ. იუ., კასიმოვი ნ. ს., კოზლოვი ვ. ვ., ლენსკი ბ. ვ., ლუნინი ვ. ვ., მილოვანოვი ვ. ი., მირონენკო ნ. ს., მოროზოვი ა. ი., მუდრიკ ა. ვ., ნარინსკი მ. მ., ოგურცოვი ა. პ., ოსტანკოვი ვ. ი., პავლოვი დ. ს., პალეევი ნ. რ., პალცევი მ. ა., პრუდნიკოვი ვ. მ., რაზლოგოვი კ. ე., როგოვოი ვ. მ., სკვორცოვი ა. ს., სტოჩიკი ა. მ., სურიტები ე. ია., ტიკუნოვი ვ. ს., ტიხომიროვი იუ. ა., ტკაჩენკო ა. ა., ცაპ დ. ს., ჩერნოვი იუ. ი., შაპოვალოვა ნ. ნ., შერჩაკოვი ი. ა.

ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]