გირჩი (პოლიტიკური პარტია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ახალი პოლიტიკური ცენტრი)
Jump to navigation Jump to search

გირჩი

გირჩი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თავმჯდომარე იაგო ხვიჩია
დაფუძნდა 2016
იდეოლოგია კლასიკური ლიბერალიზმი
ლიბერტარიანიზმი
ანარქო-კაპიტალიზმი
რესპუბლიკანიზმი
სლოგანი „მეტი თავისუფლება“
ფერები         
შტაბ-ბინა ი. გამრეკელის 47, თბილისი
ახალი პოლიტიკური ცენტრი
პოლიტიკური ცენტრი — გირჩის ლოგო
პოლიტიკური ცენტრი — გირჩის დროშა
პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე

პოლიტიკური პარტია გირჩი — მემარჯვენე-ლიბერტარიანული პარტია საქართველოში. მისი თავმჯდომარეა იაგო ხვიჩია.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ შეიქმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოთხი დეპუტატის — ზურაბ ჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილის, გიორგი ხაჩიძისა და გიორგი მელაძის წამოსვლის შემდეგ. პარტია საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 18 მაისს, დამაფუძნებელი ყრილობა კი ჩაატარა 2016 წლის 16 აპრილს.[1]

პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ ლიდერია ზურაბ ჯაფარიძე, პოლიტიკოსი და მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი. პარტიის სიმბოლიკის ნაწილია მწვანე გირჩი თეთრ ფონზე, როგორც სიახლის სიმბოლო.

იდეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგია კლასიკური ლიბერალიზმია.[2] ეს არის პოლიტიკური იდეოლოგია და ფილოსოფიური შეხედულება, რომელიც მხარს უჭერს სამოქალაქო და პოლიტიკურ წარმომადგენლობით დემოკრატიას და კონსტიტუციური რესპუბლიკას; ასევე, კანონის უზენაესობას და ხაზს უსვამს ეკონომიკურ თავისუფლებას[3]. „ახალ პოლიტიკურ ცენტრ — გირჩს“ სჯერა, რომ თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა და ადამიანს ღიად და თავისუფლად უნდა შეეძლოს თავი მიაკუთვნოს ნებისმიერ რელიგიურ კონფესიას, გამოთქვას აზრი საჯაროდ (საკუთარი ხარჯით), არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი განსხვავებული მოსაზრების, რელიგიური კუთვნილების, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის, ქონებრივი მდგომარეობის ან ნებისმიერი უმრავლესობისგან განსხვავებული ნიშან-თვისების გამო.[2] „გირჩი“ მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას „ნატოში“.[2]

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი „გირჩი“ აირჩა, როგორც სიახლის, სიმწვანის, ახალი სიცოცხლის დასაწყისის სიმბოლო.[4]

ორგანიზაციული სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ უმაღლესი ხელმძღვანელი და წარმომადგენლობითი ორგანოა პარტიის ყრილობა. ყრილობებს შორის პერიოდში აღმასრულებელი ორგანოა პოლიტიკური საბჭო, რომლის არჩევაც, 2 წლის ვადით, მოხდა 2016 წლის 16 აპრილს გამართულ პარტიის პირველ ყრილობაზე და მასში შედიან ზურაბ ჯაფარიძე, პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე, გიორგი ხაჩიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, ლევან ჩოლოყაშვილი, მამუკა კუდავა, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მოსიაშვილი, თეიმურაზ ცამციშვილი, ნინო დარსაველიძე, სოფიო მახათაძე, მარიამ ხუნწარია, ეკატერინე კალანდაძე, ნათია კალაძე.

პარტიის მაკონტროლებელი ორგანოა სარევიზიო კომისია, რომლის წევრებიც არიან მარიამ რატიანი, ნიკა ობოლაძე, ნატალია გამყრელიძე, აფანდი ანკოსი და გურამ ჩაფიჩაძე.

პარტიის ხელმძღვანელი და ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც ყრილობა ირჩევს 2 წლის ვადით. „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ 2018 წლის ივნისში აირჩია იაგო ხვიჩია.

პარტია ორიენტირებულია თავისი ინტერნეტ-ფორმატის განვითარებისკენ.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]