ახალი კავალერიის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ახალი კავალერიის სახლი“ (რეაბილიტაციის შემდეგ, 2023 წ.)

„ახალი კავალერიის სახლი“ — XIX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ქალაქ ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკის ტერიტორიაზე (მ. კოსტავას ქ. №4). მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

შენობა აგებულია 1880 წელს ფსევდო-გოთურ სტილში ალბერტ ზალცმანის პროექტით. მიმდებარე პარკთან ერთად, ის წარმოადგენდა რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის საზაფხულო რეზიდენციას. შენობა აგებულია ბუნებრივი ქვით, აგურითა და ხით, ფასადები მოპირკეთებულია ქვის თლილი კვადრებით და აგურის საპირეებით, ფრონტონის, კარნიზებისა და აივნების დეკორაცია კი შემკულია ხის მოხარატებული ორნამენტებით. შენობა რამდენჯერმე აშენდა თავიდან — მის ერთ-ერთ მხარეს დამაგრებულია ძველი მიშენება არსებული ფასადის იმიტაციით.[1] საბჭოთა პერიოდში შენობაში განთავსებული იყო პოლიკლინიკა, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერი. 1990-იან წლებში უფუნქციოდ დარჩენილი და მიტოვებული ნაგებობა ნაწილობრივ დაინგრა. 2019 წელს მომზადდა „კავალერიის სახლის“ რეაბილიტაციის და მასში დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის მოწყობის პროექტი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17671