შინაარსზე გადასვლა

ახალი ზელანდიის ტე პაპა ტონგარევას მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი ზელანდიის ტე პაპა ტონგარევას მუზეუმი
41°17′26″ ს. გ. 174°46′55″ ა. გ. / 41.29056° ს. გ. 174.78194° ა. გ. / -41.29056; 174.78194
დაარსდა 1992 წელს
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
მდებარეობა Wellington City[1]
ვიზიტორები 1.5 მილიონი(2017)[2]
დირექტორი კორტნი ჯონსონი
ოფიციალური საიტი tepapa.govt.nz
Map

ახალი ზელანდიის ტე პაპა ტონგარევას მუზეუმიახალი ზელანდიის ეროვნული მუზეუმი, რომელიც მდებარეობს უელინგტონში, ახალ ზელანდიაში. გაიხსნა 1998 წელს ეროვნული მუზეუმისა და ეროვნული სამხატვრო გალერეის გაერთიანების შემდეგ.[3] მსოფლიოში მე-17 ყველაზე მონახულებული სამხატვრო გალერეას, საშუალოდ ყოველწლიურად 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

Te Papa Tongarewa სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „საგანძურის კონტეინერი“. ტე პაპას ფილოსოფია ხაზს უსვამს მისი კულტურული საგანძურის მიღმა არსებულ ცოცხალ სახეს, რომელთაგან ბევრი ინარჩუნებს ღრმა საგვარეულო კავშირებს ძველ მაორელ ხალხთან.

სერ ჯეიმზ ჰექტორი

თე პაპას პირველი წინამორბედი იყო კოლონიური მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1865 წელს, მუზეუმის დამფუძნებელი დირექტორი იყო სერ ჯეიმზ ჰექტორი. მუზეუმი აშენდა დღევანდელი მუზეუმის ქუჩაზე, თავდაცვის სახლის საოფისე შენობის ადგილას.[4]

მუზეუმმა პრიორიტეტი მიანიჭა სამეცნიერო კოლექციების შეგროვებას, თუმცა აქ ასევე ინახება სხვა კოლექციებიც, რომლებიც უმეტესად შემოწირულობებიდან არის. მათ შორისაა ნაბეჭდები და ნახატები, ასევე ანტიკური ნივთები.[5]

1907 წელს კოლონიურ მუზეუმს დაარქვეს დომინიონის მუზეუმი. უელინგტონში საზოგადოებრივი სამხატვრო გალერეის შექმნის იდეამ მოიპოვა მხარდაჭერა და 1913 წლის მეცნიერებისა და ხელოვნების აქტმა გზა გაუხსნა იმავე შენობის ეროვნულ სამხატვრო გალერეად გარდაქმნას.

დომინიონის მუზეუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ახალი ზელანდიის დომინიონის მუზეუმი

1936 წელს, ახალი შენობა დომინიონის მუზეუმისა და ახალი ზელანდიის ახლადშექმნილი ეროვნული სამხატვრო გალერეა გაიხსნა ბალკის ქუჩაზე, ახლად აშენებული ეროვნული ომის მემორიალის ნაწილად. მასში შედიოდა ახალი ზელანდიის სახვითი ხელოვნების აკადემია, რომლის გაყიდვის შემდეგაც, მოპოვებული თანხა შემოწირულობის სახით გადაეცა ახალ ორგანიზაციას.

ეროვნული სამხატვრო გალერეა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული სამხატვრო გალერეა გაიხსნა 1936 წელს და დაიკავა ეროვნული ხელოვნების გალერეისა და დომინიონის მუზეუმის შენობის პირველი სართული,უელინგტონში, ბალკ-სტრიტზე. მასში თავდაპირველად ინახებოდა სამხატვრო აკადემიის მიერ შემოწირული კოლექციები. გალერეა შეიქმნა 1930 წელს ეროვნული სამხატვრო გალერეისა და დომინიონის მუზეუმის აქტის მიღების შემდეგ.

დომინიონის მუზეუმს და გალერეას ზედამხედველობდა ერთი სამეურვეო საბჭო. ეროვნული სამხატვრო გალერეა ოფიციალურად გაიხსნა გენერალური გუბერნატორის მიერ, 1934 წელს.[6]

1936 წლიდან გარდაცვალებამდე, 1948 წლამდე, მუზეუმის მდივანი-მენეჯერი იყო ერუ დ. გორი, მისი გარდაცვალების შემდეგ, სტიუარტ მაკლენანი დაინიშნა მუზეუმის პირველ დირექტორად. გალერეის ყოფილი დირექტორები არიან:

ტე პაპა დაარსდა 1992 წელს ახალი ზელანდიის მუზეუმის მიერ.[7]

ოფიციალური გახსნა მოხდა 1998 წლის 14 თებერვალს, ცერემონიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პრემიერ მინისტრი ჯენი შილი, სერ პიტერ ბლეიკი და მათი ორი შვილი. მუზეუმის პირველი აღმასრულებელი დირექტორი იყო შერილ სოტერანი.

მუზეუმს მართავს საბჭო, რომელსაც ნიშნავს ხელოვნების, კულტურისა და მემკვიდრეობის მინისტრი. საბჭოს წევრები იყვნენ: ვირა გარდინერი, ფიონა კემპბელი, სი პაიპერი, ჯუდიტ ტიზარდი, ჯონ ჯაჯი, მირია პომაერი, მაიკლ ბასეტი, კრისტოფერ პარკინი, სანდრა ლი, ნგატათა ლოვი, რონ ტროტერი, გლენის კაფლანი, ჯუდიტ ბინი, ფილიპ კარტერი და ვენდი ლაი.[8]

მუზეუმს მუშაობის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ჰყავდა ერთი მილიონი ვიზიტორი, ხოლო ყოველ მომდევნო წელს საშუალოდ 1-დან 1.3 მილიონამდე მნახველი. 2004 წელს მუზეუმში გაიმართა გამოფენა, სახელწოდებით Toi Te Papa: Art of the Nation.[9] კინორეჟისორებმა გეილენ პრესტონმა და ანა კოტრელმა დააფიქსირა თე პაპას მუზეუმი მათ ფილმში, სახელწოდებით მოხვედრა ჩვენს ადგილას .[10]

ისტორიის კოლექცია მოიცავს ბევრ კაბასა და ქსოვილს, რომელთაგან უძველესი თარიღდება მეთექვსმეტე საუკუნით. ისტორიის კოლექციაში ასევე შედის ახალი ზელანდიის ფოსტის არქივი, დაახლოებით 20,000 მარკა. ასევე მუზეუმის ნაწილია წყნარი ოკეანის კოლექცია დაახლოებით 13,000 ისტორიული და თანამედროვე ნივთით.

არსებობს ნამარხებისა და არქეოზოლოლოგიის მნიშვნელოვანი კოლექციები; კოლექციაშია დაახლოებით 70,000 ახალი ზელანდიის ფრინველების ნიმუში; მნიშვნელოვანი ამფიბიები, ქვეწარმავლები და ძუძუმწოვრები .

მუზეუმს აქვს მსოფლიოში უდიდესი ეგზემპლარი იშვიათი კოლოსალური კალმარისა (Mesonychoteuthis hamiltoni). ის იწონის 495 კილოგრამს და სიგრძეში არის 4.2 მეტრის.[11] კალმარი მუზეუმში 2007 წლის მარტის შემდეგაა, მას შემდეგ რაც ახალ ზელანდიელმა მეთევზემ როსის ზღვაში, ანტარქტიდაზე დაიჭირა.[12]

თე აკა მატუას ბიბლიოთეკა, ადრე საჯაროდ ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკა, ახლა ღიაა მხოლოდ მკვლევარებისთვის დილის 10 საათიდან საღამოს 5 საათამდე, ორშაბათი-პარასკევი. ბიბლიოთეკა არის მთავარი კვლევითი რესურსი, ახალ ზელანდიაში. მდებარეობს მთავარი შენობის მეოთხე სართულზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 https://hedendaagsesieraden.nl/2024/09/30/museum-of-new-zealand-te-papa-tongarewa/
  2. Cultural sector overviews, history. Manatū Taonga (12 January 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მარტი 2018. ციტირების თარიღი: 23 March 2018
  3. Te Papa founding chief executive Dame Cheryll Sotheran dies after long illness (31 December 2017). ციტირების თარიღი: 14 February 2018
  4. Object: Colonial Museum | Collections Online – Museum of New Zealand Te Papa Tongarewa. ციტირების თარიღი: 18 June 2015
  5. Our history. ციტირების თარიღი: 2021-01-08
  6. National Art Gallery and Dominion Museum | The Governor-General of New Zealand Te Kawana Tianara o Aotearoa. ციტირების თარიღი: 18 October 2011
  7. Museum of New Zealand Te Papa Tongarewa Act 1992 No 19 (as at 25 January 2005), Public Act – New Zealand Legislation. legislation.govt.nz (2011). ციტირების თარიღი: 28 July 2011
  8. New Te Papa chair and board member appointed. ციტირების თარიღი: 17 October 2011
  9. Toi Te Papa – International and New Zealand Art from Te Papa's collection. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 18 June 2015
  10. Getting to Our Place (17 July 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 18 June 2015
  11. Size matters on 'squid row'. The New Zealand Herald. ციტირების თარიღი: 25 September 2011
  12. „Colossal squid may be headed for oven“. USA Today. AP. 22 March 2007. ციტირების თარიღი: 17 January 2015.