ახალდაბის სამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალდაბის სამარხიარქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, ადგილ ვირიტაფაზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ხანით. გამოვლინდა და განადგურდა მოქალაქე გ. ქებაძის სახლის საძირკვლის გაჭრის დროს. გადმოცემით სამარხში მიცვალებული ესვენა ფეხმოკეცილი, თავით ჩრდილო-დასავლეთისაკენ. სამარხში აღმოჩნდა შავად გამომწვარი სხვადასხვა ზომის რამდენიმე თიხის ჭურჭელიც, შავადვე გამომწვარი, უხეხშეციანი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]