ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაცია — ორგანიზაციის შექმნის საკითხი სტუდენტთა ქუთაისის 1917 წლის 25 აპრილის კონფერენციაზე დაისვა. ამ ფორუმს, სხვადასხვა ქალაქებიდან (თბილისი, ქუთაისი, გორი, ზესტაფონი, ფოთი და სხვა.) 39 დელეგატი დაესწრო. კონფერეცის თავმჯდომარედ მიხეილ ხუნდაძე იქნა არჩეული. მოადგილედ -კ. დგებუაძე-მდივნებად-ს. ხოფერია, კუპრაშვილის ასული, და ვეფხვაძე. რამდენადაც ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციების ამ კონფერენციამ ერთიანი ორგანიზაციის ფორმირება ვერ მოახერხა. საკითხი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ახალგაზრდობის საერთო კონფერენციისათვის გადაიდო. ამ კონფერენციაზე გასაგზავნ კანდიდადებათდ მ. ხერხეულიძე და კ. მირაბიშვილი იქნენ არჩეული. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ახალგაზრდობის საერთო კონფერენცია 1917 წლის 4 ივნისს გაიმართა. მის მუშაობაში 164 დელეგატი ღებულობდა მონაწილეობას. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შიგნით წარმოქნილმა წინააღმდეგობამ და პარტიიდან რადიკალურ-დემოკრატების(1917 წლის ოქტომბერი)და „კლდის“ ჯგუფის (1918 წლის სექტემბერი) გამოყოფამ გარკვეული ზემოქმედება იქონია ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატებზედაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ-დემოკრატ სტუდენტთა 1918 წლის 14 ნოემბრის კრებაზე მიღებული დადგენილებით დამოუკიდებელ ეროვნულ-დემოკრატ ორგანიზაციის დაფუძნება ოფიციალურად იქნა გაცხადებული. ამავე კრებამ ახლად შექმნილი ორგანიზაციის დროებითი კომიტეტი შემდეგი შემადგენლბით აირჩია: ი. ცხადაძე, ვ. იაშვილი, პ. ნემსაძე ლ. მაჭავარიანი და პ. ქებაძე.

1918 წლის ნოემბერი გამოვიდა ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციების ორკვირეული ჟურნალი „ახალი ძალა“ ჟურნალში გამოქვეყნდა ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციების ინსტრუქცია. ეს დოკუმენტი 9 მუხლისა და სამი შენიშვნისგან შედგებოდა და ორგანიზაციის წესდების მოვალეობას ასრულებდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციის მმართველობა ორგანოს კონფერენციის მიერ არჩეული მთავარი მთავარი კომიტეტი წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციის ცენტრად ქუთაისის კომიტეტი ითვლებოდა ინსტრუქცია ორგანიზაციაში გაწევრიანებისა და თითოეული წევრის უფლება-მოვალეობასაც განსაზღვრავდა.

1919 წლის 16 ივნისს, ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატიული ორგანიზაციების კონფერენცია გაიმართა. ორგანიზაციის ძირითადი საპროგრამო დებულებების შესახებ მოხსენება ნ. დგებუაძე, ხოლო მომენტისა და ტაქტიკის შესახებ იასონ ჯავახიშვილმა გააკეთეს. მიღებული რეზოლუციით, კონფერენცია ამ საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში მმართველ პოლიტიკურ პარტიას თანადგომა გამოუცხადა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხიც დააყენა. 29 ივნისს ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატთა ორგანიზაციის კომიტეტი იქნა არჩეული მის შემადგენლობაში შევიდნენ: ვ. ცხადაძე, ი. დოლიძე, პ. ნემსაძე, ა. ანთაძე, ს. ჟღენტი, ლ. მაჭავარიანი. ამ ორგანიზაცას ძირითად მიზანს თბილისისა და ქვეყნის განაპირა რეგიონების სასწავლებელბში ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატთა ორგანიზაციების სექციების მოწყობა. წარმოადგენდა. ასეთი პირველი სექცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა, რომლის ბიუროს შემადგენლობაში აირჩიეს: ვ. ცხადაძე, პ. ნემსაზე კ. კელენჯერიძე ა. კანდელაკი და ჯ. ეგნარაძე ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატები საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენის რეალურ გზას ევროპულ სახელმწიფოების მხარდაჭერაში ხედავდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვადაჭკორია შ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 44-45.