აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აჭარის დროშა)
Jump to navigation Jump to search
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

Flag of Adjara.svg

მიღებულია

20 ივლისი, 2004

პროპორცია

2:3

კომპიუტერული
დიზაინი

მართკუთხა ქსოვილი, რომელსაც გაჰკვეთს შვიდი ჰორიზონტალური ზოლი: 1-3-5-7 ზოლი ლაჟვარდის ფერი, ხოლო 2-4-6 ზოლი თეთრი ფერის. დროშის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბთან ერთად. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია საკუთარი დროშა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროიდან. 1921-1950 წლებში მოქმედებდა აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა. იგივე დროშა მოქმედებდა 1978-1991.

2000-2004 წლებში ასლან აბაშიძის მმართველობის დროს მოქმედებდა დროშა ლუჯი ფონითა და 7 ვარსკვლავით. ლურჯი ფონი განასახიერებდა შავ ზღვას, ხოლო 7 ვარსკვალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ერთეულებს: 2 ქალაქსა (ბათუმი, ქობულეთი) და 5 მუნიციპალიტეტს (ქედის მუნიციპალიტეტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, შუახევის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ხულოს მუნიციპალიტეტი).

ამჟამად მოქმედებს დროშა, რომელიც დამტკიცებულია 2004 წლის 20 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის შესახებ ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოს, აღწერილობას, მისი გამოყენებისა და დაცვის წესს.[1] კანონის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ერთადერთი ვარიანტი. აკრძალულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშად სხვა დროშის გამოყენება.[2] დროშის ორიგინალი ინახება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ დადგენილ ადგილას.[3] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის დაცვას უზრუნველყოფენ შესაბამისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.[4] აკრძალულია დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოყენება.[5] აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.[6]

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანახმად კონსტიტუციური კანონისა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და მასში აუცილებლად უნად იყოს გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო გერბის ელემენტები.[7]

გერბის აღწერილობა მოცემულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-6 მუხლში (პუნქტი 1):

ვიკიციტატა
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა არის მართკუთხა ქსოვილი პროპორციით 2/3, რომელსაც გაჰკვეთს შვიდი ჰორიზონტალური ზოლი: 1-3-5-7 ზოლი ლაჟვარდის ფერი, ხოლო 2-4-6 ზოლი თეთრი ფერის. დროშის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.[8][9]

კონსტიტუციის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა საქართველოს სახელმწიფო დროშის სამი მეხუთედია.[10]

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშის გამოყენების წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.[8] დროშის სტანდარტული ზომები, ზუსტი გამოსახულება, დამზადების წესი და პირობები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით.[11] საქართველოს დროშასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა მუდმივად აღიმართება:

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე;[12]
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობაზე;[12]
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შენობაზე;[12]
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შენობებზე;[12]
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.[12]

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ღონისძიებების ჩატარებისას საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აღიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშაც.[13] აღსანიშნავია, რომ საქართველოს დროშასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა აღიმართოს უფრო მაღლა, ვიდრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა.[14]

ძველი დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის შესახებ, მუხლი 1, პუნქტი 1. (20.07.2004) (PDF). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. წაკითხვის თარიღი: 05-07-2015.
  2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის შესახებ, მუხლი 1, პუნქტი 2. (20.07.2004) (PDF). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. წაკითხვის თარიღი: 05-07-2015.
  3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის შესახებ, მუხლი 1, პუნქტი 3. (20.07.2004) (PDF). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. წაკითხვის თარიღი: 05-07-2015.
  4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის შესახებ, მუხლი 4, პუნქტი 1 (20.07.2004) (PDF). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. წაკითხვის თარიღი: 05-07-2015.
  5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის შესახებ, მუხლი 4, პუნქტი 2 (20.07.2004) (PDF). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. წაკითხვის თარიღი: 05-07-2015.
  6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის შესახებ, მუხლი 4, პუნქტი 3 (20.07.2004) (PDF). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. წაკითხვის თარიღი: 05-07-2015.
  7. „საქართველოს კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“. კანონი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საიტი (01-07-2004). წაკითხვის თარიღი: 05-07-2015.
  8. 8.0 8.1 საქართველოს ორგანული კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე (DOC). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია. კოდექსი. წაკითხვის თარიღი: 05-07-2015.
  9. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის შესახებ (20.07.2004) (PDF). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. წაკითხვის თარიღი: 05-07-2015.
  10. საქართველოს ორგანული კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე (DOC). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, მუხლი 6, პუნქტი 3. კოდექსი. წაკითხვის თარიღი: 05-07-2015.
  11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის შესახებ, მუხლი 2, პუნქტი 2. (20.07.2004) (PDF). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. წაკითხვის თარიღი: 05-07-2015.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის შესახებ, მუხლი 3, პუნქტი 1 (20.07.2004) (PDF). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. წაკითხვის თარიღი: 05-07-2015.
  13. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის შესახებ, მუხლი 3, პუნქტი 2 (20.07.2004) (PDF). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. წაკითხვის თარიღი: 05-07-2015.
  14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის შესახებ, მუხლი 3, პუნქტი 3 (20.07.2004) (PDF). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. წაკითხვის თარიღი: 05-07-2015.