აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ლოგო
უწყების შესახებ
შეიქმნა 1 იანვარი, 2007
თანამშრომლები 30
ყოველწლიური ბიუჯეტი ლარი 2,5 მილიონი (2013)[1]
მინისტრი თინათინ ზოიძე
უწყების ხელმძღვანელი/ები თამარ კაიკაციშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე
 
ქრისტინე ძიძიგური, თავმჯდომარის მოადგილე
 
მიხეილ კოპლატაძე, თავმჯდომარის მოადგილე
უწყების ტიპი დეპარტამენტი
ქვეუწყება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო
მთავარი დოკუმენტი დებულება
საიტი
goBatumi.com

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ტურისტული პროდუქტების იდენტიფიცირებას, დივერსიფიკაციასა და განვითარებას, ტურისტული პროდუქტების ხარისხისა და მომსახურების დონის ამაღლებას.

დეპარტამენტის მისია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეპარტამენტი თავისი მისიის განხორციელებას უზრუნველყოფს:

  • კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებთან, თვითმმართველ ერთეულებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით
  • დარგის მართვის ინოვაციური მიდგომების გამოყენებით
  • მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლებით
  • ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მონაცემების პერიოდული შეგროვებითა და გაანალიზებით
  • დარგის შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებით

დეპარტამენტის მართვის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეპარტამენტის თავმჯდომარეა თინათინ ზოიძე. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და შიდა აუდიტი წარმოადგენენ თავმჯდომარის თანაშემწეებს. დეპარტამენტის სტრუქტურა იხილეთ ქვემოთ დაარქივებული 2014-07-14 საიტზე Wayback Machine. :

  • დეპარტამენტის თავმჯდომარე
  • დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები
  • დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწეები
  • ექსპერტი ტურიზმის სფეროში
  • ადმინისტრაციული განყოფილება
  • სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის და რეკლამის განყოფილება
  • სერვისების განვითარების განყოფილება
  • ინფორამციული ტექნოლოგიების და ონლაინ პროექტების განყოფილება
  • სტატისტიკისა და ანალიტიკის განყოფილება
  • საფინანსო-საბუღალტრო განყოფილება

თითოეული განყოფილება იმართება განყოფილების უფროსის მიერ, რომლებიც ექვემდებარებიან დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და თამჯდომარის მოადგილეს.

ტურისტული პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურისტული სლოგანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარადმწვანე მოგონებები (2007-2012)
  • ესტუმრე, შეიგრძენი, შეიყვარე! (2013-2014)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის 2013 წლის დამტკიცებილი და დაზუსტებული გეგმა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-07-16.
  2. საერთაშორისო ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენა
  3. "GEOPG", აუდიო გიდის სერვისი ტურიზმის დეპარტამენტისგან, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-27. ციტირების თარიღი: 2014-07-16.
  4. ინფორმაცია ტენდერის გამოცხადების შესახებ, 16 აპრილი, 2011
  5. პირველი არხი, მოამბე, არქივი: 28 მაისი, 2012
  6. აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება, 2013
  7. უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში, დეკემბერი 2013 [მკვდარი ბმული]
  8. არქივი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენიდან, 31 მაისი, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2014-07-16.