აძგარა
იერსახე
სოფელი | |
---|---|
აძგარა | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | აჟარის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჩხალთა |
კოორდინატები | 43°10′19″ ჩ. გ. 41°37′19″ ა. გ. / 43.17194° ჩ. გ. 41.62194° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 810 მ |
მოსახლეობა | 56 კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
აძგარა[1] (აცგარა) — სოფელი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში. ჩხალთის ადმინისტრაციული ერთეული.[2]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აძგარა მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩხალთის (კოდორის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს და აცაიშ-აცგარის (ჩხალთის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, აფხაზეთის ქედის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 810 მეტრზე. გულრიფშიდან დაშორებულია 85 კილომეტრით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 56 ადამიანი.[4]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 56 | 27 | 29 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1997, თბ..
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ოფიციალური საიტი
- საქართველოს საკანონმდებლო მაცნე — აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (4 ოქტომბერი, 2024). ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2025
- ↑ მუნიციპალიტეტების რეესტრი
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ 4.0 4.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
|