აძაბის ფარდული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აძაბის ფარდულიკარსტული წარმონაქმნი საქართველოში, აფხაზეთის ა/რ-ში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აძაბის მღვიმის სამხრეთით 150-200 მ-ზე, ზღვის დონიდან 280 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. ფარდული განვითარებულია 20-25 მ სიმაღლის კირქვის ქარაფის ძირში, რომლის სიგრძე 40-45 მ აღწევს, სიღრმე 3-5 მ-ს. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება ლოდები, თიხები, კულტურული შრე. ჰავა დინამიურია, ჰაერის ცირკულაცია ძლიერი. აძაბის ფარდული მშრალია. გვხვდება მწერები, ობობები და სხვა ზედაპირული ცხოველები, ფლორიდან ბალახეული და ხავსი. ფარდულის ფსკერზე დალექილ თიხებში გვხვდება კულტურული შრეები, პალეონტოლოგიური ნიშნებით. ადვილი გასასვლელია, არსებობს ჭრილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.