აჩრდილი (პოემა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჩრდილი
საერთო სათაური აჩრდილი
ჟანრი პოემა
ავტორი ილია ჭავჭავაძე
მშობლიური ენა ქართული ენა
დაწერილია რუსეთის იმპერია

აჩრდილი“ — ილია ჭავჭავაძის პოემა. დაწერილია 1859-1872 წლებში. პოემა ეძღვნება ივანე პოლტარაცკისა და ილია წინამძღვრიშვილს.

პოემას პერსონაჟი არ ჰყავს და სიუჟეტიც არ გააჩნია. ავტორი საუბრობს ეროვნული თავისუფლების დაკარგვის შესახებ და ეძებს იმ გმირს, რომელიც „მდუმარე საქართველოს“ უწინამძღვრებს და გამოფხიზლებულ ქართველობას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში წარუძღვება. პოეტისათვის სავალალოა ისეთი მდგომარეობა, როდესაც თავად ქართველთა უნიათობის წყალობით არ იბადება ისეთი გმირი, რომელიც სამშობლოს გადაარჩენს: „გმირის დამბადი დიდი საგანი თქვენში სპობილა და წაწყმედილა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]