აჩეჰები
აჩეჰები, აჩე, — ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მცხოვრები ერთ-ერთი ძირითადი ეთნიკური ჯგუფი, საუბრობენ მალაიურ-პოლინეზიურ ენათა ჯგუფის აჩეჰურ ენაზე. საერთო რაოდენობა: 3,5-4 მლნ., მ.შ. 3 484 000 ინდონეზიაში (2015). მორწმუნეთა უმრავლესობა სუნიტი მუსლიმია.
აჩეჰებს ახ. წ. პირველ საუკუნეებში ინდოელი მთავრები მართავდნენ. XIII საუკუნეში ინდონეზიის კუნძულებზე მცხოვრებ ხალხთაგან პირველებმა მიიღეს ისლამი. მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაუწიეს პორტუგალიელ კოლონიზატორებს და მოახერხეს მათი განდევნა XVII საუკუნეში, რის შემდეგაც აჩეჰის (აჩეს) სასულთნო სამხრეთ სუმატრაზე გაბატონდა. 1904 წელს ჰოლანდიელებმა სასულთნო ომში დაამარცხეს და დაიპყრეს. 1949 წლიდან აჩე დამოუკიდებელი ინდონეზიის ნაწილია, სარგებლობს ავტონომიური ტერიტორიული ერთეულის სტატუსით, ძლიერია სეპარატისტული განწყობები. აჩეჰები საკუთარ წარმომავლობას როგორც მამის, ასევე დედის ხაზით განსაზღვრავენ. ქალები მაღალი სოციალური სტატუსით სარგებლობენ და, რელიგიის მიუხედავად, არ იფარავენ სახეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აჩეჰები — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)