აჩეჰის ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აჩეხის ომი)
აჩეხის ომი

აჩეხის სოფელი ნიდერლანდელების დაპყრობის შემდეგ, 1901 წლის ფოტო
თარიღი 1873-1904
მდებარეობა აჩეხის სასულთნო
Casus belli დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა
შედეგი სასულთნომ შეწყვიტა არსებობა.
მხარეები
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები აჩეხის სასულთნო
მეთაურები
იჰან კელერი სულთანი იბრაჰიმ მანსურ სია
ძალები
50 000 10 000 - 100 000
დანაკარგები
37 000 70 000
აჩეჰის ომი ვიკისაწყობში

აჩეჰის ომი (ინდონ. Perang Aceh, ნიდერლ. Atjehoorlog) — შეიარაღებული კონფლიქტი ნიდერლანდებსა და დამოუკიდებელ აჩეჰის (აჩეს) სასულთნოს შორის, კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთით. მიმდინარეობდა 1873-1904 წლებში და დამთავრდა ნიდერლანდების არმიის გამარჯვებით.

1873 წელს კუნძულ სუმატრაზე დაიწყო ნიდერლანდების მმართველობის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი საპროტესტო აქციები. აჯანყებულთა ხელმძღვანელობა ითავა ეროვნულმა ლიდერმა, სულთანმა მაჰმუდ შაჰ II-მ. ამავე წლის მარტში ნიდერლანდების 3000-კაციანმა სადამსჯელო რაზმმა მოახდინა აჩეჰის სასულთნოს დედაქალაქის ბანდა-აჩეხის ოკუპაცია და გამოაცხადეს ნიდერლანდების კოლონიურ მმართველობასთან აჩეხის შეერთება. ამბოხებულები აგრძელებდნენ წინააღმდეგობის გაწევას 1904 წლის კამპანიამდე.

ადგილობრივი მოსახლეობის აჯანყებები გაგრძელდა 1913 წლამდე, თუმცა გავლენას ვერ ახდენდა რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Reid, Anthony (2005). An Indonesian Frontier: Acehnese & Other Histories of Sumatra. Singapore: Singapore University Press. ISBN 9971-69-298-8. 
  • Ricklefs, M.C (1993). A History of Modern Indonesia Since c. 1300. Hampshire, UK: MacMillan Press, გვ. 143–46. ISBN 978-0804721950. 
  • Vickers, Adrian (2005). A History of Modern Indonesia. New York: Cambridge University Press, გვ. 10–13. ISBN 0-521-54262-2 Invalid ISBN.