აშშ-ის ტერიტორიები

აშშ-ის ტერიტორიები (ინგლ. Territories of the United States) — აშშ-ის ფედერალური მთავრობის მმართველობის ქვეშ არსებული ტერიტორიები, მაგრამ არ არის რომელიმე შტატის ან კოლუმბიის ოლქის ნაწილი.
სამართლებლივი სტატუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აშშ-ის კონგრესი მართავს აშშ-ის ტერიტორიებს თანახმად აშშ-ის კონსტიტუციის მეორე პუნქტის, მესამე განყოფილების, მეოთხე მუხლისა: „კონგრესს აქვს უფლება თავისი შეხედულემისამებრ განსაზღვროს აშშ-ის კუთვნილი ტერიტორიები და სხვა მიწები და იქ შეიტანოს აუცილებელი წესები და მდგომარეობები“. ამასთან თვითონ ტერიტორიებს არა ყავთ წარმომადგენლები ფედერალურ დონეზე.
კლასიფიკაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აშშ-ის ტერიტორიები შეიძლება იყოს ინკორპორირებული ან არაინკორპორირებული, ასევე ორგანიზებული ან არაორგანიზებული.
- ინკორპორირებული ტერიტორია — ტერიტორია, რომელზეც აშშ-ის კონგრესმა დააკანონა აშშ-ის კონსტიტუციის მოქმედება მთლიან მოცულობაში, ამ ტერიტორიის მოსახლეობისათვის აშშ-ის მოქალაქეობის მინიჭების ჩათვლით. ასეთი ტერიტორია ითვლება აშშ-ის განუყოფელ ნაწილად და არ შეიძლება გამოვიდეს მისი შემადგენლობიდან. არაინკორპორირებული ტერიტორია არ შედის აშშ-ის შემადგენლობაში, მხოლოდ მისი სამფლობელოა; ის შესაძლებელია გამოვიდეს აშშ-ის იურისდიქციიდან, ხოლო აშშ-ის კონსტიტუცია იქ მოქმედებს შეზღუდულად.
- ორგანიზებული ტერიტორია — ტერიტორია, რომელზეც აშშ-ის კონგრესმა ორგანიზება გაუკეთა ადგილობრივ ხელისუფლებას. არაორგანიზებული ტერიტორია იმყოფება უშუალოდ აშშ-ის ხელისუფლების მმართველობის ქვეშ.
ინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მმართველობის გარდამავალი ფორმა შტატის უფლებების მიღების წინ. ამჟამინდელი შტატების უმრავლესობა ჩამოყალიბდა ამნაირი ტერიტორიებიდან, ხშირად მომავალში მათი დაქუცმაცების პროცესში (მაგალითად, ორეგონი, მონტანა, აიდაჰო, ვაშინგტონი და სხვ.). იმის შემდეგ, რაც 1959 წლის აგვისტოში ჰავაის ტერიტორიამ მიიღო შტატის უფლებები, ასეთი ტერიტორიები აშშ-ის შემადგენლობაში აღარ დარჩა.
ინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინკორპორირებულ არაორგანიზებულ ტერიტორიებთან ასევე გათანაბრებულია:
- აშშ-ის ტერიტორიული წყლები 12 საზღვაო მილის ფარგლებში
- ღია წყლებში მდებარე აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი გემები
არაინკორპორირებული ორგანიზებული ტერიტორიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არაინკორპორირებული არაორგანიზებული ტერიტორიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ამერიკის სამოა (დე-ფაქტო ორგანიზებული ტერიტორია, რომელსაც აქვს თვითმმართველობა და კონსტიტუცია)
- ბეიკერი
- ჯერვისი
- ნავასა
- უეიკი
- ჰოულენდი
- ჯონსტონი
- მიდუეი
- კინგმენის რიფი
ზოგჯერ არაინკორპორირებულ ტერიტორიებს ასევე მიაკუთვნებენ კარიბის ზღვაში არსებულ ორ შემდეგ კუნძულებს, რომლებზეც პრეტენზიებს გამოთქვავს რამდენიმე სხვა სახელმწიფო და მათ დღეისათვის აკონტროლებს კოლუმბია:
ასევე არაინკორპორირებულ არაორგანიზებულ ტერიტორიებს შეიძლება მივაკუთვნოთ ისეთი ტერიტორიები, რომლებიც აშშ-ს სხვა ქვეყნებიდან აქვთ არენდირებულები (მაგალითად, სამხედრო ბაზების შესაქმნელად). მათი ზუსტი სამართლებრივი სტატუსი დამოკიდებულია აშშ-ის კონკრეტული შეთანხმებების პირობებზე შესაბამის ქვეყნებთან.