შინაარსზე გადასვლა

აშშ-ის თავდასხმა ვენესუელაზე (2026)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშშ-ის თავდასხმა ვენესუელაზე
ვენესუელის კრიზისის, ოპერაცია სამხრეთის შუბის და ნარკოტიკებზე ომის ნაწილი

ნიკოლას მადურო USS ''Iwo Jima''-ს ბორტზე, დატყვევების შემდეგ
თარიღი 3 იანვარი, 2026
მდებარეობა ვენესუელის ჩრდილოეთი, მათ შორის კარაკასი
შედეგი

აშშ-ის გამარჯვება

მხარეები
აშშ-ის დროშა აშშ ვენესუელის დროშა ვენესუელა
მეთაურები
აშშ-ის დროშა დონალდ ტრამპი ვენესუელის დროშა ნიკოლას მადურო
სამხედრო ნაწილები
აშშ-ის შეიარეღებული ძალები

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო[4] გამოძიების ფედერალური ბიურო[5]

ვენესუელის შეიარაღებული ძალები
დანაკარგები
7 დაშავებული სამხედრო[6] სულ მცირე 23 მოკლული ვენესუელელი სამხედრო[ა][10]

32 მოკლული კუბელი სამხედრო და უშიშროების თანამშრომელი[11]

2 გარდაცვლილი სამოქალაქო პირი[10]
აშშ-ის თავდასხმა ვენესუელაზე ვიკისაწყობში

აშშ-ის თავდასხმა ვენესუელაზე, ასევე ცნობილი კოდური სახელით ოპერაცია აბსოლუტური ნებისყოფა (ინგლ. Operation Absolute Resolve) — სამხედრო ოპერაცია, რომლის დროსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საჰაერო იერიშები განახორციელა ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ კარაკასზე, რასაც მოჰყვა ვენესუელის პრეზიდნეტის, ნიკოლას მადუროს, დატყვევება და ქვეყნიდან გაყვანა.[12][13] ოპერაცია დაიწყო, ვენესუელის დროით, დაახლოებით 02:00 საათზე, როდესაც აშშ-ის საჰაერო ძალების 150-ზე მეტმა სამხედრო თვითმფრინავმა განახორციელა შეტევები ვენესუელის ჩრდილოეთში, მათ შორის დედაქალაქ კარაკასშიც.[14] პრეზიდნეტი მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, გაიტაცეს აშშ-ის ძალებმა და გადააფრინეს ნიუ-იორკში.[15] აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პამ ბონდიმ, განაცხადა, რომ მადუროს და ფლორესს ბრალი წარუდგინეს აშშ-ის ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში, „ნარკოტერორიზმთან“ დაკავშირებულ რამდენიმე დანაშაულზე.[16][17] მადუროს სასამართლო სხდომა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში 2026 წლის 5 იანვრისთვის ჩაინშნა.[18]

ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა, დაგმო მადუროს გადატეცა და შედეგად ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. ოპერაციის შესახებ, ტრამპის ადმინისტრაციამ არ შეატყობინა კონგრესს.[19] თავდასხმის კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს საერთაშორისო სამართლის ექსპერტებმმა[20] და თანამდებობის პირებმა, როგორც გაეროსა და სხვა სახელმწიფოებში, ასევე აშშ-ში.[21][22][19][23] ტრამპის ადმინისტრაციის წევრებმა და რესპუბლიკელმა სამართალშემოქმედებმა თავდასხმების ლეგალურობა დაიცვეს, როგორც სამართალაღსრულება სამხედრო მხარდაჭერით, რომლის განხორციელების „თანდაყოლილი კონსტიტუციური უფლებამოსილება“, მათი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს აქვს.[24] აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ აშშ „მართავს“ ვენესუელას, სანამ ძალაუფლების გადაცემა არ მოხდება[25] და, რომ ამერიკული კომპანიები „ძლიერად იქნებიან ჩართული“ ვენესუელის ნავთობინდუსტრიაში,[26][27] ეს განცხადებები გააქარწყლა ჯერ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა როდრიგესმა, ხოლო შემდეგ თავად აშშ-ის სახელმწიფო მდვინის, მარკო რუბიოს, განცხადებებმა.[28][29] მთავრობა, რომელსაც მადურო ხელმძღვანელობდა, ძალაუფლებაში დარჩა.

2025 წლის აგვისტოში აშშ-მ დაიწყო საზღვაო ძალების დაგროვება კარიბის ზღვის სამხრეთში.[30][31]

სექტემბერში აშშ-ის სამხრეთის სარდლობამ დაიწყო სამხედრო თავდასხმები კარიბის ზღვაში, ვენესუელას მფარველობის ქვეშ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი გემების წინააღმდეგ.[32][33][34] ეს იყო ოპერაცია სამხრეთის შუბის ნაწილი, ხსენებული ოპერაცია არის აშშ-ის სახმედრო კამპანია, რომელიც მიზნად იღებს კრიმინალურ ქსელებს, როგორიცაა მზის კარტელი, და ასევე ნიკოლას მადუროს მთავრობას.[35]

ნოემბერში აშშ-მ რეგიონში გაგზავნა USS Iwo Jima და USS Gerald Ford, რომლებმაც დეკემბერში დაიწყეს ვენესუელის საზღვაო კარანტინი, რომლის განმავლობაშიც შეაჩერეს და დააკავეს ვენესუელას ნავთობტანკერები.[36][37] აშშ-მ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მეთაურობით ასევე დაიწყო ფარული ოპერაცია დეკემბრის ბოლოს.[38] დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დაიწყებდა სამხედრო თავდასხმებს ვენესუელის შიგნით.[39]

სულ მცირე შვიდი აფეთქება დაფიქსირდა ვენესუელას დროით 02:00 საათზე და შენშნეს დაბალ სიმაღლეზე მფრინავი თვითმფრინავები,[40] ძირითადად დექალაქ კარაკასში და მის მისადგომებთან.[41] აფეთქებების უმეტესობა მოხდა ანტენებთან და აქტიურ სამხედრო ბაზებთან.[42] აფეთქებები შესაძლოა მოხდა გენერალსიმუს ფრანცისტო დე მირანდას საჰაერო ბაზასთან და ფორტ ტიუნასთან, რომლებიც ამ რეგიონში ორ სამხედრო ინსტალაციას წარმოადგენენ;[43] ასევე დიდი აფეტქებები დაფიქსირდა იგუროტეს აეროპორტში.[44][45]

Associated Press-ის მიხედვით, თავდასხმა ნახევარ საათს გაგრძელდა. ერთი სამხედრო სადგომიდან კვამლი ამოდიოდა, ხოლო მეორე ელექტრო ენერგიის გარეშე იყო დატტოვებული.[40]

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს პრესმდივანმა, დავიდ სმოლანსკიმ, CBS News-ს განუცხადა, რომ თავდასხმები ასევე განხორციელდა ლა გუაირას პორტზე და ანტენებზე ცერო ელ ვოლკანში.[46][47]

ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პადრინო პოზესმა განაცხადა, რომ ამერიკულმა სამხედრო ვერტმფრენებმა რაკეტებიტ ცეცხლი გახსნეს ურბანურ ზონებში და რომ მისი სამინისტრო მუშაობს დაშავებულებსა და დაღუპულებზე ინფრომაციის შესაგროვებლად.[48]

ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი, 2025 წლის მაისში

თავდასხმის შემდეგ, დონალდ ტრამპმა დილის 05:21 საათზე Truth Social-ზე განაცხადა, რომ ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილიანა ფლორესი დააკავეს, ქვეყნიდან გაიყვანეს და პრესკონფერენცია დილას, მარ-ა-ლაგოში ჩატარდებოდა.[49][50][51][52] CBS News-ის მიხდვით, მადუროს დაკავების ოპერაცია განახორციელა Delta Force-მა.[53] ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა დაადასტურა, რომ მადურო და მისი მეუღლე დაკარგულად ითვლებიან და „სიცოცხლის დამადასტურებელი მტკიცებულება“ მოითხოვა.[54][55]

გადაუდებელი დახმარების სამსახურების წევრები ლა-გუაირაში თავდასხმის შემდეგ

ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პადრინო ლოპესმა, განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო ვერტმფრენებმა განახორციელეს სარაკეტო დარტყმები ურბანულ ზონებში და ოფიციალური პირები მუშაობდნენ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის დადგენაზე.[56] The New York Times-ის ინფორმაციით, ანონიმურმა ვანესუელელმა თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 40 პირი დაიღუპა, მათ შორის სამოქალაქო პირები და სამხედრო მოსამსახურეები,[57] 4 იანვარს გამოცემული განახლების მიხედვით, კვლავ ანონიმურ ვენესუელელ თანამდებობის პირზე დაყრდნობით, ეს რიცხვი 80-მდე გაიზარდა.[58][11] დამოუკიდებელმა ვენესუელურმა ჟურნალისტურმა წყაროებმა დაადასტურეს, რომ დაღუპულ ვენესუელთა უმეტესობა საპრეზიდენტო გვარდიის წევრი იყო და ორი გარდაცვლილი იყო სამოქალაქო პირი.[59][60]

სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა მიანიშნა ოპერაციის დროს კუბური ძალების ჩართულობაზე, როდესაც განაცხადა: „იცით, ბევრი კუბელი დაიხოცა გუშინ“.[61][62] კუბის მთავრობამ დაადასტურა 32 კუბელის გარდაცვალება, ყოველი მათგანი შეიარაღებული ძალების ან სადაზვერვო სამსახურის წევრი.[11][63]

6 იავნარს 55 გარდაცვლილი სამხედრო დადასტურდა, 32 კუბელი და 23 ვენესუელელი. ორივე სახელმწიფომ იმავე დღეს გამოაქვეყნა გარდაცვლილთა ვინაობა.[64] ასევე 6 იანვარს, ვენესუელის შეიარაღებულმა ძალებმა სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ვიდეო 24 მოკლული ჯარისკაცის საპატივცემულოდ.[7] ვენესუელის გენერალურმა პროკურორმა, ტარეკ უილიამ სააბმა, განაცხადა, რომ ათობით სამხედროს და სამოქალაქო პირის გარდაცვალებაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობდა გამოძიება.[7] ერთი დღის შემდეგ, ვენესუელის შინაგანმა, იუსტიციის და მშვიდობის მინისტრმა, დიოსდადო კაბელომ, განაცხადა, რომ დაბომბვების შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა.[65] დამოუკიდებელმა მონიტორებმა განაცხადეს, რომ 7 იანვრის მონაცემებით, 42[8] ან 43 ვენესუელელი სამხედრო დაიღუპა (უმეტესობა ფორტ ტიუანასთან); ამასთან ერთად, 32 კუბელი სამხედრო და 2 სამოქალაქო პირი.[8][66][9]

კატია-ლა-მარში შეტევისას დაზიანდა სამსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი და განადგურდა შენობის გარე კედელი.[23][67][68][57] გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომუნიკაციების ანტენებზე თავდასხმას ემსხვერპლა კოლუმბიის მოქალაქე სამოქალაქო პირი ელ-ჰატიეას მუნიციპალიტეტში.[69][70] აშშ-ის თადაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ცნობით, დაჭრილი და დაშავებულია აშშ-ის 7 სამხედრო და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ სამხედროებმა დაზიანებები მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღისგან და ნამსხვრევებისგან.[6] ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა, გლოვის 7 დღე გამოაცხადა დაღუპული სამხედროების საპატივცემულოდ.[71]

აშშ-ის ფედერლურმა საავიაციო ადმინისტრაციამ გამოსცა NOTAM-ი, რომლითაც ყველა ამერიკულ თვითმფრინავს აეკრძალა ვენესუელის საჰაერო სივრცეში ნებისმიერ სიმაღლეზე ფრენა, „მიმდინარე სამხედრო აქტივობების“ გამო.[72][73] კარაკასში განთავსებულმა აშშ-ის საელჩომ ვენესუელაში თავშესაფარი გამოაცხადა.[74] კარაკასის სამხრეთ ნაწილებში ელექტროენერგია გაითიშა.[75] ტრამპის ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სიტუაციის შესახებ ინფორმირებული იყვნენ. CBS News-მა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელაზე თავდასხმის ბრძანება გასცა, მაგრამ აშშ-ის მთავრობას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.[76][77][78]

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა[79] მთავრობამ პირობა დადო, რომ იბრძოლებდა აშშ-ის სამხედრო მოქმედებების წინააღმდეგ, რომლის მიზანიც რეჟიმის ცვლილება იყო, რაც დაახასიათეს, როგორც „იმპერიალისტური აგრესია“ და მოითხოვეს გაეროს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ მოწვევა.[80]

ვენესუელას მთავრობამ განაცხადა, რომ უარყოფს და გმობს სამხედრო აგრესიას და ამაში აშშ-ის მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა დონალდ ტრამპი პირდაპირ არ უხსენებიათ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ინციდენტის საპასუხოდ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ CBS News-ს განუცხადა, რომ მხარს უჭერს ტრამპის სტრატეგიას.

ვენესუელას ოპოზიციამ Sky News-ს განუცხადა, რომ მათი აზრით, მადუროს დაკავება შეერთებულ შტატებთან „მოლაპარაკებით გასვლის“ შედეგი იყო.

ამერიკის შეერთებული შტატები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ბრაიან შატცი, შეეწინააღმდეგა აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ჩარევას ვენესუელაში და X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „ვენესუელაში არ გააჩნია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესები, რომლებიც ომს გაამართლებს“.

რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკ ლიმ X-ზე დაწერა, რომ „მოუთმენლად ელის იმის გაგებას, თუ რით გაამართლებენ [თავდასხმის] კონსტიტუციურობას“.

სამართლებრივი ანალიზი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდასხმის კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არიზონის სენატორმა რუბენ გალიეგომ, რომელმაც განაცხადა, რომ „ომი უკანონოა“.[89][90] თავდასხმას ასევე უკანონო უწოდა ვენესუელას თავდაცვს მინისტრმა, ვლადიმერ პერინო პერესმა.[91] საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯან-ნოელ ბარომ X-ზე დაწერა, რომ „სამხედრო ოპერაცია, რომელსაც მოჰყვა ნიკოლას მადუროს დაკავება არღვევს ძალის გამოუყენებლობის პრინციპს, რაც საბაზისოა საერთაშორისო სამართლისთვის. საფრანგეთი იმეორებს, რომ გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა განხორციელდეს გარედან და მხოლოდ სუვერენულ ხალხს აქვთ უფლება თავად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი“[92] ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის ქმედებები „სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართალს, არღვევს ვენესუელას სუვერენიტეტს და საფრთხის ქვეშ აყენებს მშვიდობასა და უშიშროებას ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვაში.“[93]

Forbes-მა განცხდა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვანსის რიტორიკა „მოპარული ნავთობის“ შესახებ ეფუძნება გრძელვადიან ამერიკულ ფიქსაციას ვენესუელას ნავთობმაგარებზე, რომელიც მსოფლიოში უდიდესია.[94]

  1. ↑ 23 გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა ვენესუელის შეიარაღებულმა ძალებმა. სხვა წყაროები იუწყებიან 24,[7] 42[8] ან 43 გარდაცვლილის შესახებ.[9]
  1. 1 2 3 4 Schogol, Jeff; Slayton, Nicholas. Delta Force soldiers carried out raid to capture Maduro. Task & Purpose (3 January 2026). ციტირების თარიღი: 3 January 2026
  2. ↑ Holliday, Shelby; Paris, Costas; Seligman, Lara (3 January 2026). „Special Operations Forces Led Maduro Extraction“. Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 4 January 2026.
  3. ↑ U.S. Has Captured Venezuelan President Nicolas Maduro (Updated) (3 January 2026).
  4. ↑ Ali, Idrees; Banco, Erin; Holland, Steve; Stewart, Phil. Mock house, CIA source and Special Forces: The US operation to capture Maduro (4 January 2026). ციტირების თარიღი: 4 January 2026
  5. 1 2 Doornbos, Caitlin; Olander, Samantha (3 January 2026). „How US forces captured Venezuela's Maduro in 'extraordinary' raid“. New York Post. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  6. 1 2 Garcia Cano, Regina; Madhani, Aamer; Janetsky, Megan. „Trump says US to get 30 million to 50 million barrels of oil from Venezuela at market price“. Associated Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 January 2026. ციტირების თარიღი: 6 January 2026.
  7. 1 2 3 Garcia Cano, Regina; Madhani, Aamer; Janetsky, Megan. At Least 24 Venezuelan Security Officers Killed in US Operation to Capture Maduro, Officials Say en. Military.com (6 January 2026). ციტირების თარიღი: 6 January 2026
  8. 1 2 3 Alonso, Juan Francisco (7 January 2026). „'No me dieron ninguna explicación de cómo murió': qué se sabe de los militares y los civiles venezolanos muertos durante los ataques de EE.UU“ ['They didn't give me any explanation of how he died': what is known about the Venezuelan soldiers and civilians killed during the US attacks]. BBC News Mundo (ესპანური). ციტირების თარიღი: 9 January 2026.
  9. 1 2 „77 muertos identificados en ataques de EE. UU.: 43 militares venezolanos, 2 mujeres civiles y 32 cubanos entre las víctimas“ [77 deaths identified in US attacks: 43 Venezuelan soldiers, 2 civilian women, and 32 Cubans among the victims] (ესპანური). El Pitazo. 6 January 2026. ციტირების თარიღი: 9 January 2026.
  10. 1 2 Rascius, Brendan (6 January 2026). „Death toll from US mission to capture Nicolas Maduro rises“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 January 2026. ციტირების თარიღი: 7 January 2026. ციტატა: „... at least 32 Cuban fighters, 23 Venezuelan soldiers and two civilians, according to the BBC, citing local media“
  11. 1 2 3 Rasheed, Zaheena (4 January 2026). „Cuba says 32 Cubans killed during US raids on Venezuela“. Al Jazeera English. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 January 2026. ციტირების თარიღი: 4 January 2026.
  12. ↑ Cano, Regina Garcia; Toropin, Konstantin; Tucker, Eric (3 January 2026). „US plans to 'run' Venezuela and tap its oil reserves, Trump says, after operation to oust Maduro“. AP News (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 January 2026. ციტირების თარიღი: 4 January 2026.
  13. ↑ Martinez, Luis (3 January 2026). „'What he ate': Inside the meticulously planned operation to capture Maduro“. ABC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 January 2026. ციტირების თარიღი: 4 January 2026.
  14. ↑ „Venezuela Live Updates: Maduro Arrives in N.Y.; Trump Says U.S. Will 'Run' Venezuela“. The New York Times. 3 January 2026. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 January 2026. ციტირების თარიღი: 4 January 2026.
  15. ↑ Hubbard, Kaia; Suarez Sang, Lucia I. (3 January 2026). „Maduro and his wife arrive in New York to face narco-terrorism charges“. CBS News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 January 2026. ციტირების თარიღი: 4 January 2026.
  16. ↑ Sugden, Joanna (3 January 2026). „U.S. Attorney General Says Maduro, Wife Indicted in New York“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 4 January 2026.
  17. ↑ „Maduro indicted on federal drug-trafficking and weapons charges“. CBS News (ინგლისური). 3 January 2026. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 January 2026. ციტირების თარიღი: 4 January 2026.
  18. ↑ Soriano, Ashley N. (4 January 2025). „Nicolás Maduro's first court date set“. News Nation. ციტირების თარიღი: 4 January 2025.
  19. 1 2 McKelvie, Geraldine (3 January 2026). „Is there any legal justification for the US attack on Venezuela?“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 January 2026. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  20. ↑ McKelvie, Geraldine (3 January 2026). „Is there any legal justification for the US attack on Venezuela?“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 4 January 2026.
  21. ↑ „U.S. Launches military strikes on Venezuela, Trump says Maduro captured and flown out of the country“. CBS News. 3 January 2026. ციტირების თარიღი: 4 January 2026.
  22. ↑ Gallego, Ruben [RubenGallego]. (3 January 2026) Second unjustified war in my life time.. ციტირების თარიღი: 3 January 2026
  23. 1 2 „Live Updates: U.S. Captures Venezuelan Leader, Trump Says“. The New York Times. 3 January 2026. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  24. ↑ Blake, Aaron (3 January 2026). „Analysis: Trump attacked Venezuela and arrested its president. Is that legal?“. CNN (ინგლისური). ციტირების თარიღი: 4 January 2026.
  25. ↑ Peniston, Bradley; Tucker, Patrick. The US will 'run' Venezuela for now, Trump says after armed assault on capital en (3 January 2026). ციტირების თარიღი: 3 January 2026
  26. ↑ „Trump says US will be 'very strongly involved' in Venezuela oil industry“. The Guardian. 3 January 2026. ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  27. ↑ „The Venezuelan Oil Industry Trump Is Planning to Revive“. The New York Times.
  28. ↑ Brown, Bridget; Hranjski, Hrvoje. Live updates: Rubio says US won't govern Venezuela but will press changes through oil blockade en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 January 2026. ციტირების თარიღი: 4 January 2026
  29. ↑ Griffiths, Robbie d (4 January 2026). „Venezuela opposition in limsbo as the world wonders who is in charge“. NPR (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 January 2026. ციტირების თარიღი: 4 January 2026.
  30. ↑ Holland, Steve. (18 August 2025) US deploys warships near Venezuela to combat drug threats, sources say. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 August 2025. ციტირების თარიღი: 21 August 2025
  31. ↑ „Multiple explosions heard in Venezuela capital Caracas amid tensions with US“. Hindustan Times. 3 January 2026.
  32. ↑ Garcia Cano, Regina (7 November 2025). „What a reporter found when she investigated US military strikes on Venezuelan drug boats“. AP News. ციტირების თარიღი: 8 November 2025.
  33. ↑ Garcia Cano, Regina. Trump has accused boat crews of being narco-terrorists. The truth, AP found, is more nuanced. AP News (7 November 2025). ციტირების თარიღი: 8 November 2025
  34. ↑ Pozzebon, Stefano (1 September 2025). „Trump claims Venezuela's Maduro is a drug-trafficking threat to the US. Does the data back him up?“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 September 2025. ციტირების თარიღი: 30 December 2025.
  35. ↑ Roy, Diana. (22 December 2025) Operation Southern Spear: The U.S. Military Campaign Targeting Venezuela. ციტირების თარიღი: 2 January 2026
  36. ↑ Withrow, Emma. (31 December 2025) Fact Check Team: Exploring the roots of US-Venezuela conflict. ციტირების თარიღი: 2 January 2026
  37. ↑ Harrison, Chase. (17 December 2025) Tracking Trump and Latin America: Security–Trump Blockades Sanctioned Venezuelan Oil. ციტირების თარიღი: 2 January 2026
  38. ↑ Sérvulo González, Jesús. (30 December 2025) Trump escalates conflict with Venezuela with the start of covert operations. ციტირების თარიღი: 2 January 2026
  39. ↑ Cancryn, Adam. (2 January 2026) Trump says strikes on targets inside Venezuela to start "soon". ციტირების თარიღი: 2 January 2026
  40. 1 2 Cano, Regina Garcia; Toropin, Konstantin. US strikes Venezuela and says its leader, Maduro, has been captured and flown out of the country en (3 January 2026). ციტირების თარიღი: 3 January 2026
  41. ↑ Medios de Estados Unidos afirman que Donald Trump ordenó ataques "en sitios dentro de Venezuela" | NTN24.COM es. ციტირების თარიღი: 3 January 2026
  42. ↑ Explosiones, sobrevuelos y apagones eléctricos en varias zonas militares de Venezuela, https://www.ntn24.com/noticias-actualidad/explosiones-sobrevuelos-y-apagones-electricos-en-varias-zonas-militares-de-venezuela-598496. წაკითხვის თარიღი: 3 January 2026
  43. ↑ Delgado, Antonio María (3 January 2026). „Multiple explosions reported overnight in Caracas; Maduro government remains silent“. Miami Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 January 2026. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  44. ↑ Explosiones, sobrevuelos y apagones eléctricos en varias zonas militares de Venezuela | NTN24.COM es. ციტირების თარიღი: 3 January 2026
  45. ↑ BNODesk. (3 January 2026) WATCH: Large explosions at Higuerote Airport, about 87 km (54 mi) east of Caracas. ციტირების თარიღი: 3 January 2026
  46. ↑ U.S. launches military strikes on Venezuela as Trump escalates pressure on Maduro regime, sources say en-US (3 January 2026). ციტირების თარიღი: 3 January 2026
  47. ↑ US accused of 'military aggression' after explosions heard in Venezuela en (3 January 2026). ციტირების თარიღი: 3 January 2026
  48. ↑ „Venezuelan defense minister says US strikes hit urban areas and vows to resist "invasion"“. CNN. January 3, 2026. ციტირების თარიღი: January 3, 2026.
  49. ↑ Idrees, Ali (3 January 2026). „Trump says Venezuela's Maduro captured after strikes“. Reuters. ციტირების თარიღი: 3 January 2026. ციტატა: „The United States of America has successfully carried out a large scale strike against Venezuela and its leader, President Nicolas Maduro, who has been, along with his wife, captured and flown out of the country“
  50. ↑ Jacobs, Jennifer; Walsh, Joe; LaPorta, James; Reals, Tucker; et al. (2026-01-03). „U.S. launches military strikes on Venezuela, Trump says Maduro captured and flown out of the country“. Washington D.C.: CBS News.
  51. ↑ Donald J. Trump (@realDonaldTrump) en. ციტირების თარიღი: 3 January 2026
  52. ↑ Walsh, Joe (3 January 2026). „Trump says Maduro was captured and flown out of Venezuela“. CBS News. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  53. ↑ Jacobs, Jennifer (January 3, 2026). „Maduro captured by Army's Delta Force, sources say“. CBS News. ციტირების თარიღი: January 3, 2026.
  54. ↑ Venezuela latest: Trump says US has 'captured' President Maduro in strikes on country - latest en-GB (2026-01-03). ციტირების თარიღი: 2026-01-03
  55. ↑ BNODesk. (3 January 2026) BREAKING: Venezuelan Vice President Delcy Rodríguez confirms Maduro and his wife are missing. Trump said they were captured. ციტირების თარიღი: 3 January 2026
  56. ↑ Rios, Michael (3 January 2026). „Venezuelan defense minister says US strikes hit urban areas and vows to resist "invasion"“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 January 2026. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  57. 1 2 „Venezuelan Official Says at Least 40 People Were Killed in U.S. Attack“. The New York Times. 3 January 2026.
  58. ↑ „Live Updates: Venezuela Projects Defiance as Rubio Says U.S. Will Exert 'Leverage' on Its Leaders“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 January 2026.
  59. ↑ Flores, Jordan (6 January 2026) [4 January 2026]. „Fuentes independientes difunden cifra de fallecidos durante los bombardeos en Venezuela ante la falta de reportes oficiales“ [Independent sources are disseminating figures on the number of deaths during the bombings in Venezuela due to the lack of official reports.]. El Diario de Caracas (ესპანური).
  60. ↑ „Estos son los nombres de 17 víctimas que dejaron los bombardeos en Venezuela“. Tal Cual (ესპანური). 4 January 2025.
  61. ↑ Rodriguez, Andrea (5 January 2026). „Cuba says 32 Cuban officers were killed in US operation in Venezuela“ (ინგლისური). ABC-7 Chicago. Associated Press. ციტირების თარიღი: 7 January 2026.
  62. ↑ „Maduro's elite bodyguard wiped out in US Delta Force's lightning strike“. The Australian. ციტირების თარიღი: 7 January 2026.
  63. ↑ Franck, Mark (5 January 2026). „Cuba says 32 of its citizens killed in Maduro extraction“. Reuters.
  64. ↑ „Venezuela y Cuba publican listas con 55 militares muertos en captura de Maduro por EEUU“. El Nuevo Herald (ესპანური). 6 January 2025.
  65. ↑ „Venezuela's interior minister says 100 people died in U.S. attack“. Reuters. 8 January 2026.
  66. ↑ „77 muertos identificados en ataques: 42 militares venezolanos, tres civiles y 32 cubanos“ [77 deaths identified in the attacks: 42 Venezuelan soldiers, three civilians, and 32 Cubans] (ესპანური). Tal Cual. 7 January 2026. ციტირების თარიღი: 9 January 2026.
  67. ↑ „Venezuela Live Updates“. The New York Times. 3 January 2026. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  68. ↑ „Clearing bomb wreckage, Venezuelan mourns aunt killed in US raid“. Radio France International. 5 January 2026. ციტირების თარიღი: 6 January 2026.
  69. ↑ „Ella era Yohana Rodríguez Sierra, la colombiana que murió en los bombardeos durante la captura de Nicolás Maduro por parte de EE. UU. en Venezuela“. El Tiempo (Colombia) (ესპანური). 5 January 2025.
  70. ↑ „Yohana Rodríguez Sierra, la cartagenera que perdió la vida en bombardeo a Venezuela“ (ესპანური). El Universal (Cartagena). 4 January 2026. ციტირების თარიღი: 6 January 2026.
  71. ↑ „Venezuela declares week of mourning for military killed in US attack“. Reuters. 7 January 2026.
  72. ↑ flightradar24. (3 January 2026) Amid reports of explosions around Caracas, the US FAA issued a new NOTAM prohibiting US aircraft from operating at all altitudes within Venezuelan airspace as of 0600Z today, 3 Jan. Flightradar24 is not currently tracking any aircraft over Venezuela.. ციტირების თარიღი: 3 January 2026
  73. ↑ Vickers, Julian; Ryan, Fergus (3 January 2026). „Explosions hit Venezuelan capital Caracas“. Financial Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 January 2026. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  74. ↑ Caracas, U. S. Embassy. (3 January 2026) Security Alert: Venezeula: Explosions Reported; Shelter in Place en-US. ციტირების თარიღი: 3 January 2026
  75. ↑ „Explosions heard in Venezuela capital, power outage in city – report“. The Jerusalem Post. 3 January 2026. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  76. ↑ Walsh, Joe (3 January 2026). „Explosions were heard in Caracas“. CBS News. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  77. ↑ „Explosions heard as smoke rises in Venezuelan capital Caracas“. BBC News. 3 January 2026. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  78. ↑ US carrying out strikes in Venezuela, US official says. ციტირების თარიღი: 3 January 2026
  79. ↑ Hawke, Jack. (3 January 2026) Maduro declares national emergency. ციტირების თარიღი: 3 January 2026
  80. ↑ Diaz, José; Walsh, Joe (3 January 2026). „Venezuela accuses U.S. of "very serious military aggression"“. CBS News. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  81. ↑ petrogustavo. (3 January 2026) En este momento bombardean Caracas. Alerta a todo el mundo han atacado a Venezuela. Bombardean con misiles. Debe reunirse la OEA y la ONU de inmediato.. ციტირების თარიღი: 3 January 2026
  82. ↑ Cuba's president denounces strikes on Venezuela as a "criminal attack by the U.S." en (3 January 2026). ციტირების თარიღი: 3 January 2026
  83. ↑ hejazi. (3 January 2026) Iran Condemns U.S. Attack on Venezuela en-US. ციტირების თარიღი: 3 January 2026
  84. ↑ „Russia Condemns U.S. Military Strikes Against Venezuela“. The Moscow Times. 3 January 2025. ციტირების თარიღი: 3 January 2025.
  85. 1 2 Sedghi, Amy; Mackay, Hamish; Sedghi (now), Amy; Mackay (earlier), Hamish (2026-01-03). „Venezuelan president Maduro captured and flown out of country following 'large scale' US attack, Trump says – live“. the Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2026-01-03.
  86. ↑ EU Urges 'Restraint', Respect For International Law In Venezuela en-us (2026-01-03). ციტირების თარიღი: 2026-01-03
  87. ↑ „World reacts to US strikes on Venezuela“. Reuters. 3 January 2026. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 January 2026. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  88. ↑ Kim, Seung-yeon (3 January 2026). „(LEAD) Lee orders protection of S. Korean nat'ls in Venezuela, evacuation plans prepared: Cheong Wa Dae“ (ინგლისური). Yonhap News. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  89. ↑ Gallego, Ruben [RubenGallego]. (2026-01-03) Second unjustified war in my life time.. ციტირების თარიღი: 2026-01-03
  90. ↑ Jacobs, Jennifer; Walsh, Joe; LaPorta, James; Reals, Tucker. U.S. Launches military strikes on Venezuela, Trump says Maduro captured and flown out of the country (3 January 2026). ციტირების თარიღი: 3 January 2026
  91. ↑ Venezuelans will form 'wall of resistance' against U.S., defense minister says en (3 January 2026). ციტირების თარიღი: 3 January 2026
  92. ↑ „US will be 'strongly involved' in Venezuela oil industry, Trump says after Caracas attacked and Maduro captured – live“. the Guardian (ინგლისური). 3 January 2026. ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 3 January 2026.
  93. ↑ „Live Updates: U.S. Captures Venezuelan Leader, Trump Says“. The New York Times. January 3, 2026. ციტირების თარიღი: January 3, 2026.
  94. ↑ Rapier, Robert. (2026-01-03) Venezuela, Maduro And The Long Shadow Of Oil Expropriation. ციტირების თარიღი: 2026-01-03