აშურის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აშურის მეჩეთი
აზერ. Aşur məscidi

აშურის მეჩეთი
მდებარეობა ბაქო, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
სტილი შირვან-აფშერონის არქიტექტურული სკოლა

აშურის მეჩეთი, იგივე ლეკური მეჩეთი — XII საუკუნის მეჩეთი ბაქოში, იჩერი შეჰერში.

მეჩეთი აშენდა 1169 წელს მშენებლების ნაჯაფ აშურის და მისი შვილის იბრაჰიმის მიერ.[1] განლაგებულია ასაფ ზეინალის ქუჩაზე იჩერი- შეჰერში. მეჩეთს ხშირად ლეკების მეჩეთს უწოდებენ. ეს სახელწოდება დაკავშირებულია მე-19 საუკუნის ნავთობის ბუმთან. ამ მოვლენასთან დაკავშირებით ბაქოს მოაწყდა უამრავი მუშა ხელი, მათ შორის დაღესტანიდანაც. ეს მეჩეთი გამოუყეს ლეკ მუშებს რელიგიური ცერემონიების ჩასატარებლად.[2]

აშურის მეჩეთს გააჩნია პარალელიპიპედის ფორმა. მას გააჩნია ორი პატარა ფანჯარა სამხრეთ კედელზე. შესასვლელს რთავს სამლოცველო დარბაზში შესასვლელი თაღი.

1970 წელს მეჩეთს ჩაუტარდა რესტავრაცია. რეკონსტრუქციის შედეგად მას აღმოაჩნდა ორი სასანიდური ხანის თაღი. ეს თაღებიც მეჩეთის სამხრეთ მხარეს არის განლაგებული.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Aşur» və ya «Ləzgi məscidi»
  2. Музеи, заповедники, галереи города Баку: Мечеть Ашура - Бюро Пропаганды национального туризма, 2017 год.
  3. http://www.icherisheher.gov.az/static,20/lang,ru/ დაარქივებული 2012-01-01 საიტზე Wayback Machine. Мечеть Ашура