აშპაშხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

აშპაშხანა (სპარსულად: اشپ-زخانه – "აშ" – წვნიანი, "ფაზ" – მხარშავი, "ხანა" – სახლი) – სასადილოების რიგები (სახაშეები, საქაბაბეები, სამწვადეები) ისტორიულ ძველ თბილისში, თათრის (ახლანდ. გორგასლის) მოედნის სამხრეთ მხარეზე და ახლანდ. გორგასლის ქუჩის დასაწყისში. აშპაშხანა მოხსენიებული აქვს იოსებ გრიშაშვილს რამდენიმე ლექსში. შენზე ამბობენ: კუშტიაო, ამპარტავანი და გიწოდებენ უკარებელს, თავკერძს და ტრაბახს; მე კი მორცხვი ვარ! ვაქებ ტფილისს, სალაყბოს ყაბახს და მხიბლავს ნუში. აშპაშხანა, მკერდის მტევანი ("სონეტი რობაქიძეს") აშპაშხანისკენ, სადაც კლდის ქიმზე დგას ნარიყალა ჯავრით მზირალი, ჩავივლი დაღმართს და ერთ ნადიმზე შემხვდება ორი ნაჯიბგირალი. ("აშპაშხანისკენ")

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 19. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985