აშოტ ნადანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აშოტ ნადანიანი
Ashot Nadanian chess singapore.jpg
ქვეყანა (სპორტი) სომხეთი
ეროვნება სომეხი
დაბადების თარიღი 19 სექტემბერი, 1972 (1972-09-19) (50 წლის)
დაბადების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი
წოდება საერთაშორისო მასტერი
მაქსიმალური რეიტინგი 2475 (1997 წლის ივლისი)

აშოტ ნადანიანი (სომხ. Աշոտ Նադանյան; დ. 19 სექტემბერი, 1972, ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი მოჭადრაკე. იგი აგრეთვე არის საერთაშორისო მასტერი, ჭადრაკის თეორეტიკოსი და ჭადრაკის მწვრთნელი.

მისი უმაღლესი მიღწევები არის დაწყების და მწვრთნელობაში. მან ჭადრაკის მწვრთნელობა 22 წლის ასაკში დაიწყო და 3 გრანდმასტერი აღზარდა.

მისი წარმოსახვითი შეტევითი სტილის გამო, მას მოიხსენიებენ როგორც: „ჭადრაკის მხატვარი“,[1] „ბრწყინვალე ექსცენტრიული“, „სომხური ტალი“ და „კასპაროვის ნახევარძმა“.[2]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშოტ ნადანიანი დაიბადა 1972 წლის 19 სექტემბერს, ბაქოში, აზერბაიჯანის სსრ-ში რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა; მისი შმობლები იყვნენ სერგეი და ირინა (ორივე პარიკმახერი იყო).[3] შვიდი წლის ასაკაში, აშოტს მამამისმა ჭადრაკის თამაში შეასწავლა. მისი ახალგაზრდობის მწვრთნელი იყო რაფაელ სარკისოვი, რომელმაც იგი სპარტაკში (ბაქოში) მიიჭო.[4] The Voiceless Old Man-თან ინტერვიუში იგი იხსენებს, რომ მისი ბავშვობის პერიოდში არიყო ისეთი ტურნირები, სადაც ახალგაზრდებს უფროსებთან თამაშის საშუალება მიეცემოდათ და ამიტომ, იგი სახლთან ახლო მდებარე პარკში დადიოდა რათა ჭადრაკი უფროსებთან ეთამაშა. იგი იხსენებდა, რომ ერთ-ერთ პარკში ნათამაშებ შეხვედრაში იგი იდუმალ, უცნობ პიროვნებას ეთამაშა; ეს უცნობი პიროვნება ცნობილი ჭადრაკის ჩემპიონი ვლადიმირ მაკოგონოვი აღმოჩნდა.[5] 1986-1987 წლებში ნადანიანმა გაიმარჯვა აზერბაიჯანის 16-წლამდელთა ჩემპიონატში. 1988 წელს მთიანი ყარაბაღის ომის დაწყებისთანავე, მისი ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა ბაქო და გამგზავრებულიყო სომხეთში.[4]

საჭადრაკო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნადანიანი თამაშობდა საბჭოთა კავშირის ჭადრაკის ჩემპიონატებში 1987,[6] 1988,[7] 1989 წლებში.[8] მას მონაწილეობა მიღებული აქვს სომხეთის 1997, 1998, 1999 (მე-7 და მე-8 ადგილებზე) წლების საჭადრაკო ჩემპიონატებში.[9][10] 1996 წელს იასპარეზა 32-ე ჭადრაკის ოლიმპიადაზე (ერევანში).[11] 1997 წლის ევროპის ჭადრაკის კლუბურ თასზე მე-13 ადგილი დაიკავა.[12] 1998 წელს პალერმოში ჩატარებულ ზონალურ ტურნირში 72 მონაწილიდან მან მე-7 და მე-11 ადგილები გაიზიარა.[13] მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო: ევროპის ინდივიდუალურ ჭადრაკის ჩემპიონატში (2000[14] და 2014 წელს[15]) და 2013 წლის ხანტი-მანსიისკიში ჩატარებულ ფიდეს სწრაფ და ბლიცის მსოფლიო ჩემპიონატში.[16] 2014 წელს, მეოთე დაფაზე თამაშით, იგი დაეხმარა BKMA ერევანს სომხეთის გუნდურ ჭადრაკის ჩემპიონატში ვეცხლის მედლის მოპოვებაში.[17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Aagaard 2010, p. 116.
  2. "Interview: Levon Aronian", New In Chess Magazine, No. 2, 2012, p. 43
  3. Nadanian, Ashot. (25 July 2011) Tigran Petrosian leads in Lake Sevan. ChessBase.com. ციტირების თარიღი: 1 August 2011.
  4. 4.0 4.1 Interview with IM Ashot Nadanian. SingaporeChessNews (23 August 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 October 2010. ციტირების თარიღი: 11 September 2010.
  5. Nadanian, Ashot. (23 July 2010) The Voiceless Old Man. S'pore Chess News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 March 2012. ციტირების თარიღი: 23 October 2010.
  6. 36th USSR Junior Chess Championship, Kapsukas, January 5–18, 1987. RusBase. ციტირების თარიღი: 31 July 2009.
  7. 37th USSR Junior Chess Championship, Ivano–Frankivsk, January 5–18, 1988. RusBase. ციტირების თარიღი: 31 July 2009.
  8. 38th USSR Junior Chess Championship, Pinsk, January 5–18, 1989. RusBase. ციტირების თარიღი: 31 July 2009.
  9. Джаникян, Грач (11 January 2011). Одним глазом – в Вейк-ан-Зее დაარქივებული 2018-07-01 საიტზე Wayback Machine. (in Russian). Chess-News.ru. Retrieved 3 April 2011.
  10. Crowther, Mark. (1 November 1999) TWIC 260: Armenian Chess Championships. London Chess Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2011. ციტირების თარიღი: 30 November 2017.
  11. Bartelski, Wojciech. Men's Chess Olympiads: Ashot Nadanian. OlimpBase. ციტირების თარიღი: 28 June 2009.
  12. Bartelski, Wojciech. European Men's Chess Club Cup: Ashot Nadanian. OlimpBase. ციტირების თარიღი: 10 November 2010.
  13. Crowther, Mark. (9 November 1998) The Week in Chess 209: Zonal 1.5 Panormo, Crete. London Chess Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 October 2012. ციტირების თარიღი: 30 November 2017.
  14. European Men Championship. Ruschess.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 July 2008. ციტირების თარიღი: 6 April 2011.
  15. European Individual Championships (2014). ციტირების თარიღი: 1 October 2014.
  16. FIDE World Rapid and Blitz Championships 2013. The Week In Chess (10 June 2013). ციტირების თარიღი: 24 June 2013.
  17. Armenian Team Chess Championship: Ashot Nadanian. OlimpBase. ციტირების თარიღი: 1 October 2014.