აშოთან II (მუხრანბატონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აშოთან II მუხრანბატონი (გ. 1697) — სამუხრანბატონოს სახლის უფროსი და შიდა ქართლის სადროშოს უფროსი 1688-1692 წლებში.

აშოთან მუხრანბატონი ერთ-ერთი ვერსიით, იყო ქაიხოსრო მუხრანბატონის ვაჟი[1], ხოლო მეორე ვერსიით, კონსტანტინე I (მუხრანბატონი)სა. ისტორიკოს კირილ თუმანოვის მიხედვით, აშოთანი იყო ქაიხოსრო მუხრანბატონის ვაჟი[2].

აშოთან მუხრანბატონი იყო მისი ნათესავის, ქართლის მეფე გიორგი XI-ის მოკავშირე. როცა ის 1688 ირანის შაჰმა სულეიმან I-მა ტახტიდან გადააყენა, გიორგისთან ერთად ებრძოდა მეფე ერეკლე I-ს.

გიორგის მხარდამჭერებმა აშოთან მუხრანბატონის ჩათვლით, სამეფოში თავიანთი პრივილეგიები დაკარგეს.[3].

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იესე მუხრანბატონი (გარდაიცვალა 1716)
  • ქაიხოსრო მუხრანბატონი (1672–1700)
  • თინათინ მუხრანბატონი (გარდაიცვალა 1712)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Metreveli, Roin, ed. (2003). ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა [Scientific and Cultural Heritage of the Bagrationis] (in Georgian and English). Tbilisi: Neostudia. p. Table 8. ISBN 99928-0-623-0
  2. Toumanoff, Cyrille (1990). Les dynasties de la Caucasie Chrétienne: de l'Antiquité jusqu'au XIXe siècle: tables généalogiques et chronologique [Dynasties of Christian Caucasia from Antiquity to the 19th century: genealogical and chronological tables] (in French). Rome. p. 556
  3. Davitashvili (2010). "ორი აშოთან მუხრანბატონის მოღვაწეობის კვალი ათონის წმ. მთაზე" [Traces of activity of the two Ashotan Mukhranbatoni on the holy Mount Athos]. Christian Researches (in Georgian). Tbilisi State University. 5: 9–17. ISSN 1987-7129. Retrieved 27 October 2013]
წინამორბედი:
კონსტანტინე I (მუხრანბატონი)
მუხრანბატონი
1688-1692
შემდეგი:
პაპუა მუხრანბატონი