აშიყ ალასგარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
აშიყ ალასგარი
Ashig Alesger.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი მარტი, 1821[1] [2]
დაბ. ადგილი აზატი
გარდ. თარიღი მარტი, 1926[3] [1] [2]
გარდ. ადგილი აზატი
დასაფლავებულია აზატი
საიტი dede-alesker.com
აშიყ ალასგარი ვიკისაწყობში

აშიყ ალასგარი (აზერ. Aşıq Ələsgər, აზერ. Dədə Ələsgər; დ. 18211926) — აზერბაიჯანელი აშუღი და აზერბაიჯანული ხალხური სიმღერების ავტორი.[4] დაიბადა ერევნის სახანოს გოქჩას რაიონის სოფელ აღქილსაში (დღეს სოფ. აზატი).[5]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშიყ ალასგარი დაიბადა 1821 წელს, გოქჩას რაიონის სოფელ აღქილსაში. მამამისი, ალმამადი დურგლად მუშაობდა. აგრეთვე, ის ასევე ცნობილი იყო, როგორც ლიტერატურათმცოდნე. ალმამადი, აგრეთვე კარგად ფლობდა პოეზიის ისეთ ჟანრებს, როგორიცაა „გერაილი“, „გოშმა“ და „ბაიათი“. არსებობს მოსაზრება, რომ ალმამადმა უდიდესი გავლენა მოახდინა აშიყ ალასგარზე.

აშიყ ალასგარი გაიზარდა დიდ და ღარიბ ოჯახში, რომელსაც ჰყავდა სამი ძმა და ორი და ერთად. ოჯახის უფროსი შვილი იყო. ოჯახში არსებული ფინანსური სირთულეების გამო, ალასგარი 14 წლის ასაკში იძულებული იყო მდიდარი მესაკუთრის, ქარბალაი გურბანის ფერმაში ემუშავა.

აშიყ ალასგარმა ბავშვობა სოფელ აღქილსაში გაატარა. მას განათლება მიღებული არ ჰქონდა. ამის მიუხედავად, მან შეძლო აშუღური ხელოვნების საიდუმლოებების შესწავლა მისი სოფლის მოხუცი აშუღებისგან. ალასგარი ჩუმი მსმენელი იყო და ის დიდი გატაცებით მონაწილეობდა თავის სოფელში გამართულ ბევრ ღონისძიებებში. ძლიერი მეხსიერებისა და ამბების თხრობის უნარის გამო, მას შეეძლო დაემახსოვრებინა იმ დროის თითქმის ყველა აშუღური მოთხრობები. მარცხენა ხელით უკრავდა საზზე.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]