აყირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აყირო
Lagenaria siceraria-IMG 4607.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  გოგრისებრნი
გვარი:  ლაგენარია
სახეობა:  აყირო
ლათინური სახელი
Lagenaria siceraria

აყირო, ყელიანი გოგრა[1] (ლათ. Lagenaria siceraria) — ერთწლოვანი მცენარე გოგრისებრთა ოჯახისა. ველური სახით არ გვხვდება; კულტურაში შეყვანილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ათასწლეულით ადრე ამერიკის ტროპიკებში, საიდანაც გავრცელდა ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში.[2]

დამახასიათებელია დიდი, გრძელი ფოთლები და ულვაშები. აქვს სხვადასხვა შეფერილობისა და ფორმის ნაყოფი. მათი სიგრძე 3–5 სმ-იდან 2-მდეა. მწიფე ნაყოფის ნაყოფსაფარი მერქნისებრია, წყალგაუმტარია და გამოიყენება მუსიკალური ინსტრუმენტების დასამზადებლად. მისგან დამზადებული ჭურჭელი სითხის შესანახადაც გამოიყენებოდა და უპირველესად ღვინის ამოსაღებად. აყიროსგან დამზადებულ ჭურიდან ღვინის ამოსაღებ ტარიან ჭურჭელს ორშიმო ეწოდება.[3]

ნორჩი ნაყოფი, ფოთლები და ყლორტი გამოიყენება საკვებში. ისინი ღარიბია ცილებითა და ნახშირწყლით, თუმცა მდიდარია ვიტამინებით, აგრეთვე კალციუმით, რკინითა და სხვა. თესლი შეიცავს 50%-მდე საკვებ ზეთს. აფრიკის ქვეყნებში იყენებენ სუპების დასამზადებლად. ღერო შეიცავს მყარ ბოჭკოს და გამოიყენება კალათებისა და ქუდის დასამზადებლად.[2]

აყირო საქართველოს ყველა ზონაშია გავრცელებული, მაგრამ ყველაზე უხვად გვხვდება დასავლეთ საქართველოში.[4]

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აყიროს სხვადასხვა სახელწოდება აქვს: კახეთში „წყლის გოგრა“, თუშეთში „კოკოშა“, იმერეთში „კვატურა“, გურიაში „მწარე ხაპი“, სამეგრელოში „კოლო ჭურა“, „ჭურა“, „ტუტლა“ და ა.შ.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]