აყვავებული ხახვი
აყვავებული ხახვი ― კერძი, რომელიც შედგება ერთი დიდი, ყვავილის ფორმის მსგავსად დაჭრილი ხახვისგან. მას ცომში ავლებენ და დიდი რაოდენობით ზეთში წვავენ, ხშირად მიირთმევენ სხვადასხვა სოუსთან ერთად. ზოგიერთ რესტორანში მას აპეტაიზერად იყენებენ. ასევე უწოდებენ „ხახვის ყვავილს” ან „ხახვის დედას“.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აყვავებული ხახვის პირველი რეცეპტი თარიღდება 1947 წლით, თუმცა ამ ვარიაციაში ხახვს არ წვავდნენ.[1] კერძის უფრო პოპულარული, შემწვარი ვერსია, სავარაუდოდ, ჯეფ გლოვსკიმ გამოიგონა 1985 წელს ნიუ-ორლეანურ რესტორან „Russell's Marina Grill”-ში, სადაც იმ დროს „Outback Steakhouse”-ის მომავალი დამფუძნებელი, ტიმ გენონი მუშაობდა.[2][3]
აყვავებული ხახვი პოპულარული გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1988 წელს, როდესაც „Outback Steakhouse”-ის მენიუში გამოჩნდა, სახელწოდებით „Bloomin' onion”. მას ჩვეულებრივ მიირთმევდნენ რესტორნის საფირმო სოუსთან ერთად.[4] მიუხედავად მოცემული სახელწოდების ზოგადი ტერმინის სახით ხშირი გამოყენებისა, „Bloomin' Onion“ რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანია და რესტორნის მფლობელებმა მრავალი კონკურენტის წინააღმდეგ სარჩელიც კი შეიტანეს მენიუებში მსგავსი სახელწოდებების კერძების ქონის გამო.[5]
2016 წლის 21 ივნისიდან „Outback Steakhouse”-მა დაიწყო კერძის შეზღუდული დროით ხელმისაწვდომი ვარიანტის, სხვადასხვა დამატებითი ინგრედიენტით სავსე აყვავებული ხახვის გაყიდვა.[6][7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „The Lady Of The House“. The Chicago Tribune. February 23, 1947. ციტირების თარიღი: June 1, 2021.
- ↑ VanHooker, Brian (February 12, 2021). „Who Really Invented The Blooming Onion? Peeling Open The World's Greasiest Mystery“. MEL Magazine. ციტირების თარიღი: June 1, 2021.
- ↑ Elsass, Casey. (January 24, 2024) Honey, I Shrunk the Bloomin' Onion. ციტირების თარიღი: March 24, 2025
- ↑ Myers, Dan (November 11, 2015). „How they make a Bloomin' Onion and other Outback Steakhouse secrets“. ციტირების თარიღი: June 26, 2016.
- ↑ Outback issued this St. Pete vegan restaurant a cease and desist for its Bloomin' Onion knockoff.
- ↑ Amatulli, Jenna (June 23, 2016). „The Loaded Bloomin' Onion Is Here, And It's Coming For You“. The Huffington Post. ციტირების თარიღი: June 26, 2016.
- ↑ Steakhouse, Outback (June 21, 2016). „Outback Steakhouse Tops Its Iconic Bloomin' Onion“. www.prnewswire.com. ციტირების თარიღი: June 27, 2016.