აღსავლის კარები
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|აღსავლის კარები}} |

სამეფო კარები, წმინდა კარები ან აღსავლის კარები კანკელის ცენტრალური კარებია აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ან აღმოსავლურ კათოლიკურ ეკლესიებში . საკურთხეველი ტაძრის შუა ნაწილიდან გამოყოფილია ტიხარით, რომელსაც კანკელი ეწოდება. კანკელი წარმოადგენს ქრისტიანულ უწყვეტობას იერუსალიმის ტაძრის კრეტსაბმელიდან, რომელიც ხალხს ჰყოფდა წმინდათა- წმინდისაგან, სადაც აღთქმის კიდობანი ინახებოდა. როგორც წესი, კანკელს სამი კარი აქვს. მარჯვნივ და მარცხნივ არსებულ ორ ცალ კარს „დიაკვნის კარები“ ან „ანგელოზების კარები“ ეწოდება. ეს არის კარი, რომლებსაც სასულიერო პირები და სტიქაროსნები ჩვეულებრივ იყენებენ საკურთხეველში შესვლისას. ცენტრალური ორმაგი კარი არის „წმინდა კარები“ , რომელიც ყველაზე წმინდად ითვლება და მასში შესვლა მხოლოდ წირვის დროს გარკვეულ მომენტებში და მხოლოდ ხელდასხმული სასულიერო პირების (დიაკვნების, მღვდლების, ეპისკოპოსების) მიერ არის შესაძლებელი.

ტერმინი „სამეფუო კარები“ (ბერძნული: Ωραία Πύλη : სლავური: Tsárskiya Vratá ) ყველაზე ხშირად გამოიყენება წმინდა კარების აღსაწერად, [1] რადგან მღვდელი ან ეპისკოპოსოსი (როგორც ქრისტე) გადის ამ კარში დიდი გამოსვლის დროს საღვთო ლიტურგიაზე ( განსაკუთრებით პირველშეწირულის ლიტურგიის დროს). [2] უფრო სწორად, ამ კარებს უნდა ვუწოდოთ „მშვენიერი კარიბჭე“ [3] და ბერძნულად ეს ერთადერთი ტერმინია, თუმცა მსოფლიო საპატრიარქოს, ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ანტიოქიის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურ ინგლისურენოვან საიტებზე გამოიყენება ტერმინი „სამეუფეო კარები“. რუსეთში მათ ზოგჯერ „წითელ კარიბჭესაც“ უწოდებენ, რადგან წითელი ფერი სილამაზის სინონიმია.

სახელწოდების მიუხედავად, ტიპიური კარიბჭე ორი საკინძიანი კარისგან შედგება. ხშირად ისინი მხოლოდ ნახევარი სიმაღლის იქნებიან, მაგრამ ზოგჯერ თითქმის მთლიანად ღიობის ზედა ნაწილამდე მიდიან. კარები ხის ან ლითონისგან არის დამზადებული და, როგორც წესი, მათზე გამოსახულია ხარების ხატი დიპტიქის სახით (მარჯვენა კარზე ღვთისმშობელი და მარცხნივ მთავარანგელოზი გაბრიელი), მარტო ან ოთხ მახარებელთან ერთად. ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა ხატები. კარები შეიძლება იყოს რთულად ჩუქურთმებული და მოოქროვილი და თითქმის ყოველთვის ჯვრით არის დაფარულნი.
თეოლოგიურად, წმინდა კარები იერუსალიმის კარიბჭეს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ქრისტე ბზობის კვირას შევიდა. ისინი ასევე წარმოადგენენ ზეციური იერუსალიმის შესასვლელს. რუსულ პრაქტიკაში არსებობს დეტალური წესები, თუ როდის უნდა გაიხსნას კარები მწუხრის, ცისკრისა და საღვთო ლიტურგიის დროს. როდესაც კარიბჭეები იხსნება, ეს წარმოადგენს მომენტებს, როდესაც ღმერთი განსაკუთრებით იმყოფება თავისი ხალხისთვის, მაგალითად, სახარების კითხვის დროს ან როდესაც მორწმუნეები იღებენ წმინდა ზიარებას . უმეტეს შემთხვევაში, კარები დაკეტილია. ეს სინანულის სიმბოლოა, შეხსენება იმისა, რომ ცოდვა ადამიანს ღმერთისგან აშორებს.

აღსავლის კარების უკან არის ჩამოკიდული ფარდა რომელსაც კრეტსაბმელი ეწოდება. ზოგ შემთხვევაში კრეტსაბმელიც კი ანაცვლებს აღსავლის კარებს მაგრამ ხანდახან კრეტსაბმელი საერთოდ არ აქვს ტაძარს. კრეტსაბმელი ეწოდებოდა იერუსალიმის ტაძარში ფარდას რომლითაც წმინდათა წმინდა ტაძრისგან იყო გამოყოფილი. თითქმის მთელი ლიტურგია ფარდა ღიაა მაგრამ აღსავლის კარი მხოლოდ განსაკუთრებულ მომენტებში იღება.

მხოლოდ უმაღლეს სასულიერო პირებს ( ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და დიაკვნებს) აქვთ წმინდა კარებში გავლის უფლება და მათაც კი შეუძლიათ მათში გავლა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ლიტურგიკული რუბრიკებით არის დადგენილი.
ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში (აღდგომის მომდევნო კვირა), წმინდა კარი და კრეტსაბმელი მთელი კვირის განმავლობაში ღია რჩება. ამ დროს, ღია კარები ქრისტეს ღია საფლავის სიმბოლოა. ეპიტაფიოსი (ხატი, რომელიც წარმოადგენს ქრისტეს სამარხს ) ჩანს წმინდა ტრაპეზის თავზე ღია კარის გავლით, როგორც აღდგომის მოწმე. ბრწყინვალე კვირის განმავლობაში, სასულიერო პირები, რომლებიც ჩვეულებრივ დიაკვნების კარებს იყენებდნენ საკურთხეველში შესასვლელად და გასასვლელად, ყოველთვის წმინდა კარიდან შევლენ და გამოვლენ.

როდესაც ეპისკოპოსი აღასრულებს საღვთო ლიტურგიას, წმინდა კარი და ფარდა ღია რჩება მთელი წირვის განმავლობაში (გარდა სასულიერო პირების ზიარების პერიოდისა). ეპისკოპოსი ყოველთვის გაივლის წმინდა კარს, მაშინაც კი, როდესაც მღვდლებს ან დიაკვნებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ. თუ რუბრიკები წმინდა კარების დახურვას მოითხოვს, ისინი გაიღება მისთვის გასასვლელად და შემდეგ დაუყოვნებლივ კვლავ დაიხურება.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Peter Day, The Liturgical Dictionary of Eastern Christianity (Burnes & Oates, 1993, ISBN 0-86012-216-6), p. 256.
- ↑ Archpriest Seraphim Slobodskoy, The Law of God (Holy Trinity Monastery, Jordanville, NY, ISBN 0-88465-044-8), p. 532.
- ↑ Ken Parry, et al., The Blackwell Dictionary of Eastern Christianity (Blackwell Publishers, 1999, ISBN 0-631-18966-1), pp. 420–421.