აღმოსავლური წიფელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლური წიფელი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  წიფლისებრნი
გვარი:  წიფელი
სახეობა:  აღმოსავლური წიფელი
ლათინური სახელი
Fagus orientalis Lipsky
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 79914188

აღმოსავლური წიფელი (ლათ. Fagus orientalis) — 20-40 მ სიმაღლის ხეა. გლუვი, რუხი ან თეთრი ფერის ქერქით. ფოთლები რიგ-რიგად ორ მწკრივად არის განლაგებული. ფორმით ელიფსურიდან უკუკვერცხისებურამდე. კიდეებზე ოდნავ ტალღისებური ან ოდნავ დაკბილულია. ზედა მხრიდან მუქი მწვანე ფერისაა, პრიალა, შიშველი. ქვედა მხარე ღია მწვანეა, ძარღვების გაყოლებაზე შებუსული. იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. გავრცელებულია მთელ საქართველოში, გარდა თუშეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს ჭალის ტყეებისა. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს კავკასიას, სამხრეთ ევროპას, მცირე აზიასა და ირანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]