აღმოსავლური კულტურებისა და ანტიკურობის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აღმოსავლური კულტურებისა და ანტიკურობის ინსტიტუტი შეიქმნა 1994 წელს შეიქმნა რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ბაზაზე.

აღმოსავლური კულტურების ინსტიტუტს 2003 წელს შეემატა ანტიკური კულტურის კათედრა და აქედან მოყოლებული ინსტიტუტს ეწოდება რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტთან არსებული აღმოსავლური კულტურებისა და ანტიკურობის ინსტიტუტი. ინტიტუტი აერთიანებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და განათლებას, აღმოსავლეთის შესწავლას ძველ საბერძნეთთან და ძველ რომთან.

ინტიტუტის დირექტორია: ილია სმირნოვი; დირექტორის მოადგილე: ლეონიდ კოგანი.

აღმოსავლური კულტურებისა და ანტიკურობის ინსტიტუტის სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათედრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძველი აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის კათედრა
  • კლასიკური ფილოლოგიის კათედრა
  • ძველი სამყაროს ისტორიის კათედრა
  • აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ისტრიისა და ფილოლოგიის კათედრა
  • შორეული აღმოსავლეთის ისტორიისა და ფილოლოგიის კათედრა

სამეცნიერო კვლევათა განყოფილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურათა შედარებითი შესწავლის სექტორი
  • კომპარატივისტიკის სექტორი
  • ანტიკურობის სწავლებათა სექტორი
  • აღმოსავლური და ელინისტური არქეოლოგიის სექტორი
  • შორეული აღმოსავლეთის კვლევათა სექტორი

სასწავლო-მეთოდიკური კაბინეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიკოს ვ. ნ. ტოპოროვის სახელობის მემორიალური კაბინეტ-ბიბლიოთეკა.

სპეციალური მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსკოვის სახელმწიფო ჰუმანიტარული ინსტიტუტის აღმოსავლური კულტურებისა და ანტიკურობის ინსტიტუტში სწავლება მიმდინარეობს შემდეგ მიმართულებებზე:

  • ჩინეთის ენა და ლიტერატურა
  • იაპონიის ენა და ლიტერატურა
  • ტაილანდისა და ლაოსის ისტორია და ფილოლოგია
  • ვიეტნამის ენა და ლიტერატურა
  • კორეის ენა და ლიტერატურა
  • მონღოლეთისა და ტიბეტის ენები და ლიტერატურები
  • თურქულენოვანი ხალხების ენები და ლიტერატურები
  • ინდოეთის ენები და ლიტერატურები (სანსკრიტი და ჰინდი)
  • ინდოეთის ფილოლოგია (ტამილური და სანსკრიტი)
  • ინდოეთის ფილოლოგია და მუსულმანური სამხრეთ აზიის (ურდუ და სპარსული)
  • ირანის ფილოლოგია
  • ძველი მესოპოტამიის ენები და ლიტერატურები
  • ძველი სირია-პალესტინის ენები და ლიტერატურები
  • არაბული ქვეყნების ენა და ლიტერატურა
  • ეთიოპიურ-არაბული ფილოლოგია
  • ძველი საბერძნეთისა და რომის ისტორია
  • კლასიკური ფილოლოგია

მაგისტრატურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ძველი დროის ახლო აღმოსავლეთისა შუა საუკუნეების ენები (სირია) და ლიტერატურები
  • ინდოევროპეისტიკა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]