შინაარსზე გადასვლა

აღმოსავლეთ შელდას ბრძოლა (1574)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთ შელდას ბრძოლა (1574)
ნიდერლანდების რევოლუციისა და ინგლის-ესპანეთის ომის ნაწილი ნაწილი

ბრძოლა აღმოსავლეთ შელდტში ესპანელებსა და მათხოვართა ფლოტს შორის, როგორც ეს ფრანს ჰოგენბერგმა ასახა.
თარიღი 29 იანვარი, 1574
მდებარეობა აღმოსავლეთი შელდა,რაიმერსვაალი
51°28′ ჩ. გ. 4°08′ ა. გ. / 51.467° ჩ. გ. 4.133° ა. გ. / 51.467; 4.133
შედეგი ნიდერლანდელებისა და ინგლისელების გამარჯვება[1][2][3]
მხარეები
გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკის დროშაგაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკა
ინგლისის დროშა ინგლისი
ესპანეთის დროშაესპანეთი
მეთაურები
გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკის დროშალოდევიკ ვან ბუაზო
გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკის დროშაჯოშ დე მური
ინგლისის დროშატომას მორგანი
ესპანეთის დროშაჯულიან რომერო
ესპანეთის დროშაჯერარდ დეგლიმსი 
ძალები
64 გემი[4] 75 გემი[5]
დანაკარგები
300 დაღუპული ან დაჭრილი[6]
2 ჩაძირული გემი[7]
15 ჩაძირული გემი[8]
1,200 დაღუპული[4][9]
აღმოსავლეთ შელდას ბრძოლა ვიკისაწყობში

აღმოსავლეთ შელდას ბრძოლა (1574) — ასევე ცნობილი როგორც ვალჩარენის ბრძოლა (ნიდერლანდურად ცნობილი როგორც Slag bij Reimerswaal) იყო საზღვაო ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1574 წლის 29 იანვარს ნიდერლანდების რევოლუციისა და ანგლო-ესპანეთის ომის დროს.[10][11][12] ბრძოლა გაიმართა ჰოლანდიელ აჯანყებულ მათხოვრების ფლოტს[], რომელსაც ლოდევიკ ვან ბოისოტის მეთაურობდა (იგი მოიცავდა ინგლისურ და შოტლანდიურ ჯარებს) და ესპანურ ფლოტს შორის, რომელსაც ჯულიან რომეროს მეთაურობდა.[13]ესპანეთის ფლოტი ცდილობდა გაეთავისუფლებინა საკუთარი ქალაქი მიდელბურგი, რომელიც ალყაში იყო მოქცეული, მაგრამ ბოისოს ქვეშ მყოფმა ფლოტმა გაანადგურა ისინი და გაიმარჯვა თითქმის თხუთმეტი გემის განადგურებით ან ხელში ჩაგდებით.[14][15][16] შედეგად, მიდელბურგი დანებდა მხოლოდ ცხრა დღის შემდეგ არნემუიდენთან ერთად.[12][17]

1572 წლის აპრილში ქალაქებმა ფლუშინგმა, ვეერმა და არნემუიდენმა, რომლებიც მდებარეობდნენ კუნძულ ვალჩერენზე, ერთგულების ფიცი დადეს ჰოლანდიის პრიცნის წინაშე. თუმცა, კუნძულის კიდევ ერთი ქალაქი, მიდელბურგი, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ერთგული დარჩა და ამის გამო იგი ალყაში მოაქციეს.[7] მას შემდეგ, რაც ექვს თვეზე მეტის სამყოფი საკვები, საბრძოლო მასალა და სხვა მასალები ამოიწურა, ესპანელ სარდალს სანჩო დ'ავილას ჰქონდა მეორე მცდელობა, რომ მიეწოდებინა ქალაქს რესურსი ზღვით (მისი პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.). მესამე მცდელობაზე გაგზავნილი ხალხი დაბრუნდნენ მას შემდეგ, რაც ფორტ რამეკენსი დაიპყრობილ იქნა 1573 წლის აგვისტოში ჰოლანდიური და ინგლისური ძალების მიერ.[18]

ჰოლანდიელებს ჯარში მყოფი, ზელანდიის ადმირალის, ფლემინგ ლოდევიკ ვან ბოისოტის მეთაურობით, მათ სურდათ ესპანეთის ფლოტის დაპყრობა, ამის გამო შეხვდნენ სხვა ფლოტს ვიცე-ადმირალ ჯოს დე მურის მეთაურობით.[19] ამავდროულად იყო თხოვნა მიდელბურგის გარშემო ალყაში მოქცეული მოლაშქრეების გაძლიერების შესახებ.[7] მათ აიყვანეს საკმარისი ჯარი, რომელიც მოიცავდა ინგლისურ და შოტლანდიელ კამპანიებს პოლკოვნიკ თომას მორგანის მეთაურობით, შემდეგ ისინი გაემართნენ ესპანური ფლოტის მოსაძებნად.[6]

ლუის რეკესენს ი სუნიიგამ, ესპანელმა მეთაურმა ჰოლანდიის აჯანყების დროს გადაწყვიტა გაეგზავნა საზღვაო ძალები ჰოლანდიელი აჯანყებულების ერთხელ და სამუდამოდ გასანადგურებლად.[6]გარდა ამისა, როგორც კი ეს მოხდებოდა, მას იმედი ჰქონდა, რომ შეძლებდა ესპანეთის გარნიზონის განთავისუფლებას მიდელბურგში.[7] მან უბრძანა დონ ჯულიან დი რომეროს და ფლამანდიელ ადმირალ ჟერარ დე გლიმსს, გაეცურათ ვალჩარენში შელდას შესართავში, სადაც მათხოვართა ფლოტი იყო.[2]

დონ ჯულიან დი რომერო, იყო ძლიერი კაპიტანი ხმელეთზე, მაგრამ მცირე გამოცდილება ჰქონდა საზღვაო საქმეებში, ამ ფაქტმა მას კიდევ ერთხელ შეახსენა ამ სფეროში თავისი გამოუცდელობის შესახებ, თუმცა მისი მხრიდან ეს ყველაფერი მაინც უყურადღებოდ დარჩა.[6] მარაგის უმეტესი ნაწილით დატვირთული ფლოტი უკვე გზაში იყო, მაგრამ არ იყო Bergen op Zoom-ზე უფრო შორს.[7] ბედის გამო შეშფოთებული ფლოტი მას თან ახლდა შელდას შესართავამდე.[12]

29 იანვარს მათ გადაწყვიტეს აბარგება, დაელოდნენ მოქცევას და შემდეგ ბერგენიდან გაცურეს.[17] გემებიდან რამდენჯერმე გაისროლეს, მათ გენერალური მისალმება შეასრულეს დიდი მეთაურის პატივსაცემად, მაგრამ ერთ-ერთი გემზე გასროლის დროს ცეცხლი გაჩნდა, შედეგად კატასტროფულმა აფეთქებამ არა მხოლოდ გაანადგურა გემი, არამედ დაღუპა ყველა ბორტზე მყოფი.[19] ფლოტი ნელა მიცურავდა, იმიტომ რომ ვალჩერენის მახლობლად რეიმერსვაალთან მათ შენიშნეს დიდი ფლოტი.[8] ესპანელებს ეგონათ, რომ ეს გემები მათი მოკავშირეების იყო და წავიდნენ მათ შესახვედრად, მაგრამ მალევე აღმოაჩინეს, რომ ფლოტი სინამდვილეში იყო ზელანდიის ადმირალის ლოდევიკ ვან ბოისოტის ფლოტი.[5] ისინი ცდილობდნენ უკან დაბრუნებას, ამას თან ახლდა უამინდობა და უკვე ძალიან გვიანი იყო, ამ ყველაფრის ფონზე ბრძოლის დაწყება გარდაუალი გახდა.[15] ბოაზოტმა ბრძანა შეტევა და ორივე ფლოტმა საბრძოლო პოზიცია შეარჩია, შელდტის შესართავში.[8]

ჰოლანდიელი და ინგლისელი ჯარისკაცები, ასევე მეზღვაურები ესპანურ გემებზე ბრძოლის დროს.
ჯულიან რომერო ესპანელი სარდალი

რომეროს პირველი დივიზიონი მიუახლოვდა და მიაღწია თავის პირველ ფართო მხარეს, მაშინ როდესაც შოტი და კლააფზუნი ორივე სასიკვდილოდ დაიჭრნენ.[9]ადმირალმა ბუაზომ დაკარგა თვალი და ბევრი ოფიცერი.[8] ალყისთვის განკუთვნილიმაჯარისკაცებმა ბრძოლაში თავი გამოიჩინეს და ამით ესპანელები გააოცეს.[17] ჰოლანდიურმა გემებმა შეძლეს გვერდით მისვლა და ჯარისკაცებმა სათითაოდ შეძლეს ესპანურ გემებზე ასვლა.[6] რომეროს იმდენი ხომალდი, რამდენიც შესაძლებელი იყო, აღმოჩნდა ვიწრო შესართავში და მალევე აღმოჩნდნენ ერთმანეთთან მჭიდრო ბრძოლაში. არაერთი მეომარი ხელჩართულ ბრძოლაში დაიღუპა.[19]

შოტლანდიური კამპანიის კაპიტანი, სახელად რობინსონი, ხელმძღვანელობდა თავის კაცებს, მან ხელში ჩაიგდო ერთ-ერთი ადმირალის გემი.[13] ესპანელებმა სრული არეულობით მოახერხეს თავის დაღწევა ცუდ ამინდში, მაგრამ დაკარგეს კიდევ ხუთი ხომალდი დევნაში, რომელიც შეჩერდა დაღამების გამო, ამ დროისთვის ბრძოლა დასრულდა.[7]

  1. სახელი მათხოვარი არ ნიშნავს უშუალოდ მათხოვარს, ამ დროისთვის ერთ-ერთი ჰოლანდიური ფლოტი ატარებდა ამ სახელს.
  1. Watson, Robert (1839) The History of the Reign of Philip the Second, King of Spain. Lyon Public Library: Tegg, გვ. 251. Quote: The victory was decisive.
  2. 2.0 2.1 Eggenberger p 487
  3. Pratt p 162 this led to the surrender of Middelburg
  4. 4.0 4.1 Stevens p 110
  5. 5.0 5.1 Davies, Charles Maurice (1851). The History of Holland and the Dutch Nation: From the Beginning of the Tenth Century to the End of the Eighteenth. University of California: G. Willis, გვ. 337. 
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Nederlands Historisch Genootschap (1978) Bijdragen en mededelingen betreffende de geschiedenis der Nederlanden, Volume 93 (Dutch). Nijhoff, გვ. 460–61. 
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 Sigmond pp 169-72
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Motley,John Lothrop (1856) The Rise of the Dutch Republic, გვ. 527–28. 
  9. 9.0 9.1 Robert (1839) p 251
  10. Bruce & Cogar pp.47-48
  11. Rodger p.145
  12. 12.0 12.1 12.2 Jaques p.1091
  13. 13.0 13.1 Knight, Charles Raleigh: Historical records of The Buffs, East Kent Regiment (3rd Foot) formerly designated the Holland Regiment and Prince George of Denmark's Regiment. Vol I. London, Gale & Polden, 1905, p. 11-12
  14. Nolan p.245
  15. 15.0 15.1 Fissel p 152
  16. Wylie, J. A (2015) History of Protestantism in the Netherlands, The History of Protestantism - Book Eighteen, Delmarva Publications, Inc, გვ. 2509. 
  17. 17.0 17.1 17.2 Wegg, Jervis (1924) The Decline of Antwerp Under Philip of Spain. Methuen & Company, Limited, გვ. 170–71. 
  18. Laughton, Anderson & Perrin, Leonard, Roger & William (1968) The Mariner's Mirror, Volume 54. Society for Nautical Research (London, England), გვ. 8. 
  19. 19.0 19.1 19.2 Macgregor pp.251-52