აღმოსავლეთ სახალინის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთ სახალინის მთები
კოორდინატები: 50°17′ ჩ. გ. 142°58′ ა. გ. / 50.283° ჩ. გ. 142.967° ა. გ. / 50.283; 142.967
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სახალინის ოლქი
უმაღლესი წერტილი ლოპოტინის მთა
სიმაღლე 1609 
სიგრძე 280 კმ
სიგანე 85 კმ
აღმოსავლეთ სახალინის მთები — რუსეთი
აღმოსავლეთ სახალინის მთები

აღმოსავლეთ სახალინის მთები, აღმოსავლეთის ქედი — მთები რუსეთში, კუნძულ სახალინის აღოსავლეთ ნაწილში. სიგრძე 280 კმ, სიგანე 85 კმ-მდე. წარმოადგენს ნაოჭა-ლოდა მთათა სისტემას. მაქსიმალური სიმაღლე 1609 (ლოპოტინის მთა). მთები გასწვრივი და განივი ხეობებით ინტენსიურადაა დანაწევრებული. არის მოსწორებული ზედაპირები (ზღვის დონიდან 400–800 და 1100–1250 მ-ზე). აღოსავლეთ მთისწინეთში ზღვიური ტერასებია. აგებულია პალეოზოური და მეზოზოური ინტრუზიული და ეფოზიური ქანებით. აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში ზედაცარცული და ნეოგენური ზღვიური ნალექებია. სეისმურობა 6–7 ბალი. ჰავა ზღვის მუსონური, ზამთარში ცივია, ზაფხულში გრილი. იანვრის საშალო ტემპერატურაა -14°C, აგვისტოსი 14–16°C. ნალექები 600–1000 მმ წელიწადში. გავრცელებულია ნაძვისა და სოჭის ტაიგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]