შინაარსზე გადასვლა

აღმოსავლეთ პონტოს მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთ პონტოს მთები
დენიზის ტბა ქაჩქარზე
დენიზის ტბა ქაჩქარზე
კოორდინატები: 40°30′00″ ჩ. გ. 40°00′00″ ა. გ. / 40.50000° ჩ. გ. 40.00000° ა. გ. / 40.50000; 40.00000
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
საქართველოს დროშა საქართველო
უმაღლესი წერტილი ქაჩქარი
სიმაღლე 3937 
სიგრძე 500 კმ
სიგანე 110 კმ
აღმოსავლეთ პონტოს მთები — თურქეთი
აღმოსავლეთ პონტოს მთები
სურათები ვიკისაწყობში

აღმოსავლეთ პონტოს მთები (თურქ. Doğu Karadeniz Dağları) — ქედების სისტემა თურქეთსა და საქართველოში. წარმოადგენს პონტოს მთების აღმოსავლეთ ნაწილს. გადაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, დასავლეთით — მდინარე მელეთიდან აღმოსავლეთით — მდინარე ჭოროხის ხეობამდე.[1] სიგრძე 500 კმ-ზე მეტი, სიგანე 50–110 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 3937 მ (მთა ქაჩქარი). შედგება გირესუნის, გიუმიუშანეს, ზიგანის, ტრაპიზონისა და ჭანეთის ქედებისაგან. წარმოიქმნა ალპური დანაოჭების შედეგად. გეოლოგიური თვალსაზრისით, ნაოჭა-ლოდა მთებია, რომელიც დანაწილებულია მრავალრიცხოვანი განივი რღვევებით. მაღალ მწვერვალებზე არის თანამედროვე გამყინვარება. აგებულია კრისტალური, მეტამორფული და ვულკანური ქანებით. ღრმად არის დანაწევრებული მდინარეთა განივი ხეობებით. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ჩრდილოეთ კალთებზე წელიწადში 3000 მმ.[2]

  1. Doðu Karadeniz Daðlarý | Ekocoðrafya
  2. Бойнагрян В. Р. Геоморфология Армянского нагорья, Ереван, 2016. — 650 с.