აღმოსავლეთ პარტნიორობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აღმოსავლეთ პარტნიორობა
Eastern Partnership
EU-Eastern Partnership forum. Tbilisi, 2012 (1).jpg
აღმოსავლეთ პარტნიორობა

EU-Eastern Partnership.svg

აბრევიატურა

EaP

დაარსების თარიღი

7 მაისი, 2009

ტიპი

მთავრობათაშორისი ორგანიზაცია

ადგილმდებარეობა

აღმოსავლეთი ევროპა

წევრები

აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ბელარუსის დროშა ბელარუსი
ევროპის დროშა ევროკავშირი
მოლდოვის დროშა მოლდოვა
საქართველოს დროშა საქართველო
სომხეთის დროშა სომხეთი
უკრაინის დროშა უკრაინა

აღმოსავლეთ პარტნიორობა (ინგლ. Eastern Partnership, EaP) — ევროპის კავშირის პროექტი, რომელიც მომზადდა პოლონეთისა და შვედეთის მიერ.[1] ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ინიციატივა წარადგინეს ევროკავშირის ზოგად საქმეთა და საგარეო ურთიერთობების საბჭოს სხდომაზე 2008 წლის 26 მაისს, ბრიუსელში.[2] აღმოსავლეთ პარტნიორობის ინაუგურაცია შედგა პრაღაში, 2009 წლის 7 მაისს.[3] მისი წევრები არიან ევროკავშირი და აღმოსავლეთი ევროპის 6 სახელმწიფო.

პროექტის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა 2009 წლის 8 დეკემბერს, ბრიუსელში გაიმართა.[4] 2010 წლის დეკემბერში ევროპის საინვესტიციო ბანკმა ჩამოაყალიბა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური მხარდაჭერის ფონდი“ (EPTATF).[5] ის მოიცავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის სტაჟიორთა პროგრამას“, რომელიც ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის აზერბაიჯანიდან, სომხედითან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.[6]

სამიტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი პრაღაში, 2009 წლის მაისი
  • მეორე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ვარშავაში, 2011 წლის სექტემბერი
  • მესამე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ვილნიუსში, 2013 წლის ნოემბერი
  • მეოთხე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში, 2015 წლის მაისი
  • მეხუთე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ბრუსელში, 2017 წლის 24 ნოემბერი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]