აღმოსავლეთ კორეის მთები
აღმოსავლეთ კორეის მთები | |
---|---|
კოორდინატები: 37°50′ ჩ. გ. 128°40′ ა. გ. / 37.833° ჩ. გ. 128.667° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
უმაღლესი წერტილი | ჩირისანი |
სიმაღლე | 1915 მ |
ფართობი | 127 940 კმ² |
სიგრძე | 607 კმ |
სიგანე | 443 კმ |
ამგებელი ქანები | კირქვა, ფიქალი, ქვიშაქვა |
აღმოსავლეთ კორეის მთები — მთათა სისტემა კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. მოიცავს ტებექსანის ქედს მის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კიმგანსანის (ალმასის) მთებიანად, სობექსანის, ნორიონის, ჩხარიონის, კიონსანის ქედებს. მაქსიმალური სიმაღლე 1915 მ (მთა ჩირისანი). აღმოსავლეთ კორეის მთები ძლიერ დანაწევრებულია ღრმა ხეობებით. მთების ჩრდილოეთი ნაწილი (ტებექსანი) ჩინეთ-კორეის ბაქნის ფარგლებშია და წარმოადგენს ძველი კრისტალური ქანებით აგებულ ლოდა ქედების რთულ სისტემას, სამხრეთი ნაწილი მეზოზოური კირქვებით, ფიქლებითა და ქვიშაქვებით აგებული სტრუქტურებია. ჰავა მუსონურია, ჩრდილოეთში — ზომიერი, სამხრეთში — სუბტროპიკული. დამახასიათებელია ფართოფოთლოვანი (ჩრდილოეთში) და მარადმწვანე (სამხრეთში), უფრო ზევით — წიწვოვანი ტყეები (ფიჭვი, ლარიქსი, ნაძვი).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 56.