აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობა (ინგლ. East African Community, EAC) — მთავრობათშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხუთ აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანას ბურუნდის, კენიას, რუანდას, ტანზანიასა და უგანდას მოიცავს. თანამეგობრობა თავდაპირველად დაარსდა 1967 წელს, დაიშალა 1977 წელს და ოფიციალურად აღდგა 2000 წლის 7 ივლისს.[1] 2008 წელს სამხრეთ აფრიკის განვითარების თანამეგობრობასა (SADC) და აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის საერთო ბაზართან (COMESA) მოლაპარაკებების შემდეგ აღმ. აფრიკის თანამეგობრობა დათანხმდა ამ სამი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას. შესაბამისად, ეს ორგანიზაცია აფრიკის ეკონომიკური თანამეგობრობის ერთ-ერთი პილასტრია.

აღმ. აფრიკის თანამეგობრობა ერთ-ერთი წინაპირობაა აღმოსავლეთ აფრიკის ფედერაციის შექმნისთვის, რაც ხუთი წევრის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას ითვალისწინებს. 2010 წელს აათ-ში ძალაში შევიდა საერთო ბაზარი საქონლის, მუშახელისა და კაპიტალის მოძრაობაზე რეგიონის ფარგლებში. ეს ნაბიჯი 2012 წლისთვის საერთო ვალუტის, ხოლო 2015 წლისთვის სრული პოლიტიკური ფედერაციის შექმნას ითვალისწინებს.[2]

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონი 1,8 მილიონ კვ. კმ. ფართობს მოიცავს 132 მილიონი მცხოვრებით (2009 წლის ივლისის მონაცემებით)[3] და მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები გააჩნია. დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ ტანზანიას შედარებით მშვიდობიანი ისტორია ჰქონდა, განსხავებით თანამეგობრობის დანარჩენი წევრებისგან. ამჟამად აღმოსავლეთ აფრიკა მიისწრაფვის სტაბილურობისა და განვითარების შენარჩუნებისკენ, მიუხედავად მეზობელ ქვეყნებში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სომალი და სამხრეთი სუდანი) მიმდინარე კონფლიქტებისა. აღმოსავლეთ აფრიკის ყველაზე გავრცელებული ენებია სუაჰილი, ინგლისური, კირუნდი და კინიარუანდა, თუმცა ფრანგულიც ასევე მიღებული ენაა ბურუნდისა და რუანდაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. აღმოსავლეთ აფრიკის თანამეგობრობა – ფაქტები. Eac.int. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2009-03-19. წაკითხვის თარიღი: 2010-07-01.
  2. FACTBOX-East African common market begins“, 1 ივლისი 2010. წაკითხვის თარიღი: 1 ივლისი 2010. 
  3. East African Community Facts and Figures – 2009