შინაარსზე გადასვლა

აღმოსავლეთი ფოლკლენდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღმოსავლეთი ფოლკლენდი
მშობ. სახელი: ინგლ. East Falkland
ესპ. Isla Soledad
გეოგრაფია
კოორდინატები 52°00′ ს. გ. 59°00′ დ. გ. / 52.000° ს. გ. 59.000° დ. გ. / -52.000; -59.000
ფართობი 6605 კმ²
უმაღლესი წერტილი 705 მ
მთა ასბორნი
ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები ფოლკლენდის კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა 2650 (2016)
სიმჭიდროვე 0,40 /კმ²

აღმოსავლეთი ფოლკლენდი (ინგლ. East Falkland, ესპ. Isla Soledad) — კუნძული არქიპელაგ ფოლკლენდის კუნძულების შემადგენლობაში, რომელიც მდებარეობს ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილშიр. კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებატეობს ფოლკლენდის კუნძულების ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სტენლი.

არქიპელაგის ყველაზე უფრო დიდი კუნძული, რომლის ფართობი შეადგენს 6605 კმ²-ს; სანაპირო ზოლის სიგრძეა — 1036,9 კმ.[1] კუნძულის ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილები ერთმანეთთან შეერთებულია ხმელეთის ვიწრო მონაკვეთით, რომლის სიგანეა მხოლოდ 2,4 კმ. მათ შორის მდებარეობს შუაზელის ყურე.

კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი მთაგორიანია, აქ მდებარეობს როგორც აღმოსავლეთი ფოლკლენდის, ასევე მთელი არქიპელაგის უმაღლესი წერტილი — მთა ასბორნი, რომლის სიმაღლეა ზღვის დონიდან 705 მეტრი.[2]

კუნძულზე მდებარეობს არგენტინის სამხედრო სასაფლაო.

აღმოსავლეთი ფოლკლენდის მოსახლეობის რაოდენობა 2016 წლის აღწერის მიხედვით შეადგენს 2650 ადამიანს (არქიპელაგის მთელი მოსახლეობის 77,5 %).[3]

ეკონომიკის ძირითადი დარგებია მეცხვარეობა, მეთევზეობა და ტურიზმი.