შინაარსზე გადასვლა

აღმოსავლეთი მიდნაპური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
აღმოსავლეთი მიდნაპური
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
შიდა დაყოფა Tamluk subdivision, Haldia subdivision, Egra subdivision და Contai subdivision
კოორდინატები 22°18′00″ ჩ. გ. 87°55′00″ ა. გ. / 22.300000° ჩ. გ. 87.916694° ა. გ. / 22.300000; 87.916694
დაარსდა 1 იანვარი, 2003
ფართობი 4736 კმ²
მოსახლეობა 5 095 875 (2011)[1]
სასაათო სარტყელი UTC+05:30
ოფიციალური საიტი http://purbamedinipur.gov.in/
აღმოსავლეთი მიდნაპური — ინდოეთი
აღმოსავლეთი მიდნაპური

აღმოსავლეთ მიდნაპურის ოლქი (ასევე პურბა-მედინიპური; ალტერნატიულად გამოითქმის როგორც მიდნაპური; ინგლ. East Medinipur; ) ― ადმინისტრაციული ერთეული ინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალში. დასავლეთ ბენგალის ხუთი ადმინისტრაციული დანაყოფიდან ერთ-ერთის, მედინიპურის დანაყოფის, უკიდურესი სამხრეთი ოლქი. ოლქის ცენტრია ტამლუკი. შეიქმნა 2002 წლის 1-ელ იანვარს, მიდნაპურის გაყოფის შემდეგ, რის შემდეგაც ორი ოლქი: აღმოსავლეთი (Purba Medinipur) და დასავლეთი (Paschim Medinipur) შეიქმნა. ეს უკანასკნელი აღმოსავლეთ მიდნაპურის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარეობს. ოლქის სამხრეთ-დასავლეთით ოდიშის შტატი მდებარეობს, სამხრეთით ― ბენგალის ყურე, აღმოსავლეთით ― მდინარე ჰუგლი და სამხრეთი 24 პარგანასის ოლქი, ჩრდილო-აღმოსავლეთით ― ჰოვრაჰის ოლქი, ხოლო დასავლეთით ― დასავლეთი მიდნაპური.

აღმოსავლეთი მიდნაპური მოიცავს ყოფილი მედინიპურის ოლქის ქვედანაყოფებს: ტამლუკის, კონტაისა და ჰალდიის ქვედანაყოფებს.[2] მიდნაპურის გაყოფის დროს ყოფილი კონტაის ქვედანაყოფს ეგრა გამოეყო, რომელიც მიდნაპურის ქვედანაყოფია. 2011 წელს შტატის მთავრობამ ოლქის სახელწოდების შეცვლისა და ტამრალიპტის ოლქის წოდების იდეა წამოაყენა. სახელწოდება დაკავშირებულია ანტიკურ საპორტო ქალაქ ტამრალიპტასთან, რომელიც სავარაუდოდ, თანამედროვე ოლქის ადგილას მდებარეობდა.

ბრიტანეთის ინდოეთის დროს აღმოსავლეთ მიდნაპური მრავალი პოლიტიკური მოძრაობის სამოქმედო არეალს წარმოადგენდა. Bharat Chhodo Andolan-ის დროს ტამლუკში ადგილობრივი მთავრობა, Tamralipta Jatiya Sarkar (ტამლუკის ეროვნული მთავრობა) ჩამოყალიბდა. 2007 წელს, ნანდიგრამის მოვლენების დროს პოლიციელებმა 14 ფერმერი დახოცეს.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკვლევართა აზრით, ტამრალიპტა, ანტიკური პორტი ინდოეთში, თამაედროვე ტამლუკის მიდამოებში მდებარეობდა. ტამრალიპტა მოხსენიებულია პტოლემეს, ფასიანისა და სიუანცზანის, ასევე, ჩინელი ბერებისა და მოგზაურების ჩანაწერებში. მაურიების იმპერატორის, აშოკას დროს ტამრალიპტა მთავარი პორტი იყო. დროთა განმავლობაში ქვიშითა და სხვა მასალით ჩახერგვის გამო VIII საუკუნეში პორტმა მნიშვნელობა დაკარგა.[4]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰალდიის პორტი

აღმოსავლეთ მიდნაპურის ოლქი ქვემო ქვემო ინდ-განგის ვაკისა და აღმოსავლეთ სანაპირო ვაკის ნაწილია. ტოპოგრაფიულად, ოლქი შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს: დასავლეთით, აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით თითქმის მთლიანად ვაკეებია, ხოლო სამხრეთით ― სანაპირო ვაკეები. რელიეფის დიდი ნაწილი ალუვიონისგან შედგება. ოლქი ზღვის დონიდან 10 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან ოლქის სანაპირო ხაზის სიგრძე 65.5 კმ-ია. მთავარი მდინარეებია: ჰალდი, რუპნარაიანი, რასულპური, ბაგი და კელეგჰაი, რომლებიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით მიედინებიან. მდინარეები მნიშვნელოვანი წყაროა ირიგაციისთვის. ოლქში 899 ჰექტარი ტყეა, რაც მისი ფართობის 0.02%-ს შეადგენს.[4][5][6]

ადმინისტრაციული დანაყოფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთ მიდნაპურის მთავარი ქალაქებია: პანსკურა, ტამლუკი, ნანდაკუმარი, კონტაი, ეგრა, ჰალდია, მეჩედა, მაჰიშადალი, დიღა, მანდარმანი, ხეჯური, რამნაგარი, პატაშპური, კოლაღატი, ნანდიგრამი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია არმოსავლეთ მიდნაპურის ოლქში (2011)[7]
ინდუიზმი
  
85.24%
ისლამი
  
14.59%
სხვა არ არის პასუხი
  
0.17%

2011 წლის ინდოეთის აღწერის მიხედვით, აღმოსავლეთ მედნიპურის მოსახლეობა 5 095 875 ადამიანს შეადგენს, რაც დაახლოებით არაბთა გაერთიანებული საამიროების[8] ან აშშ-ის შტატის, კოლორადოს[9] მოსახლეობის ტოლია. აღმოსავლეთი მიდნაპური ინდოეთის 640 ოლქიდან მე-20 ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 076 ადამიანია 1 კმ²-ზე.[10] 2001-2011 წლებში მოსახლეობის ზრდის ტემპი 15.32%-ს უდრიდა.[10] აღმოსავლეთ მიდნაპურში 1 000 მამაკაცზე 936 ქალი მოდის. მოსახლეობის 88.6%-მა იცის წერა-კითხვა. მოსახლეობის 11.63% ურბანულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. 14.63% კასტებს მიეკუთვნება, ხოლო 0.55% ― ტომებს.[10]

მოსახლეობის უმრავლესობა, 98.31%, ბენგალურ ენაზე საუბრობს. კანთიში გამოყენებად ბენგალურ დიალეტზე დიდ გავლენას ახდენს მახლობელი ოდიას დიალექტი და ოდიშის საზღვართან ორი დიალექტის გარჩევა თითქმის შეუძლებელია.[11]

მოსახლეობის უმრავლესობა ინდუისტია. ისლამის მიმდევრები მეორე უდიდეს ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ.[7]

2011 წლის აღწერის მიხედვით, ოლქის მოსახლეობის 87.66%-მა იცის წერა-კითხვა,[12] რაც 2001 წლის (80.20%) მონაცემებზე მეტია. 2001 წლის მონაცემებით, მამაკაცთა შორის წერა-კითხვის ცოდნის დონე 89.1%-ს, ხოლო ქალთა შორის წერა-კითხვის ცოდნის დონე 70.7%-ს უდრის. ოლქის განათლების ინდექსი 0.74-ის ტოლია[13] და პირველ ადგილზეა დასავლეთ ბენგალის სხვა ოლქებთან შედარებით.

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესრუსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2011 census of India
  2. Jana, Naresh. (31 December 2001) Tamluk readies for giant's partition. The Telegraph (Kolkata). ციტირების თარიღი: 1 September 2008
  3. „Red-hand Buddha: 14 killed in Nandigram re-entry bid“. The Telegraph (Kolkata). 15 March 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 December 2012. ციტირების თარიღი: 15 March 2007.
  4. 4.0 4.1 District Human Development Report: Purba Medinipur. Chapter I Introduction. Development and Planning Department, Government of West Bengal, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 18 November 2016
  5. Brief Industrial Profile of Purba Midnapur District. Ministry of Micro Small and Medium Industries, Government of India. ციტირების თარიღი: 18 November 2016
  6. Mapping Dynamics of land utilization and its changing Patterns of Purba Medinipure District - W.B. ციტირების თარიღი: 18 November 2016
  7. 7.0 7.1 Table C-01 Population by Religion: West Bengal. Registrar General and Census Commissioner of India (2011).
  8. US Directorate of Intelligence. Country Comparison:Population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2011. ციტატა: „United Arab Emirates 5,148,664“ ციტირების თარიღი: 1 October 2011
  9. 2010 Resident Population Data. U. S. Census Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2010. ციტატა: „Colorado 5,029,196“ ციტირების თარიღი: 30 September 2011
  10. 10.0 10.1 10.2 District Census Handbook: Purba Medinipur. Registrar General and Census Commissioner of India (2011).
  11. Table C-16 Population by Mother Tongue: West Bengal. Registrar General and Census Commissioner of India.
  12. District Census 2011. ციტირების თარიღი: 29 October 2012
  13. Official website of the Purba Medinipur District. ციტირების თარიღი: 29 October 2012