აღმოსავლეთის ქვეყნების ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დაფუძნდა 1994
ტიპი უნივერსიტეტი
ქვეყანა რუსეთი
http://www.orun.ru

აღმოსავლეთის ქვეყნების ინსტიტუტი (რუსულად Институт стран Востока (რუსული აბრევიაციით ИСВ) (სრული სახელწოდება — უმაღლესი პროფესიული განათლების არასახელმწიფო საგანმანათლებლო კერძო დაწესებულება აღმოსავლეთის ქვეყნების ინსტიტუტი, 2002 წლამდე - აღმოსავლეთის უნივერსიტეტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღმოსავლეთის ქვეყნების ინსტიტუტი დაარსებულ იქნა 1994 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მიერ. ინსტიტუტში ფუნქციონირებს აღმოსავლეთმცოდნეობის ყველა მიმართულება: ენები, ლიტერატურა, ეთნოლოგია, ისტორია, რელიგია, ეკონომიკა, ადმინისტრირება, საინფორმაციო სისტემები და ა.შ. შესასწავლი რეგიონები მოიცავს მსოფლიოს ორ მესამედს — შორეული აღმოსავლეთიდან ვიდრე ჩრდილოეთ აფრიკამდე და ჩინეთიდან ვიდრე ავსტრალიამდე.

სწავლების პროგრამები შემუშავებულია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იმ მეცნიერთა მიერ, რომლებიც ასევე სახელმძღვანელოებისა და ორიგინალური მეთოდიკების ავტორები არიან.

აღმოსავლეთის ქვეყნების ინსტიტუტში ფუნქციონიერებს ბაკალავრიატი და მაგისტრატურა

რესურსი ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]