აღმოსავლეთის ეკლესიების რეაქცია ამერიკის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აღმოსავლეთის ეკლესიების პასუხი ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ძირითადად შედგება იმ წერილებისა და განცხადებებისგან, რაც გაკეთდა 1970-იანი წლების ისტორიული საპატრიარქოების — კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის ეკლესიების, აგრეთვე — საბერძნეთის ეკლესიის მიერ. მსოფლიოს უმრავლესი მართლმადიდებელი ეკლესიების მსგავსად, აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლებიც არ სცნობენ რუსეთის ეკლესიის მიერ ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას. კონსტანტინოპოლის პატრიარქ აფინაგორის მეთაურობით გამოქვეყნდა სხვადასხვა არგუმენტი, რომელიც შეიცავდა კანონიკურ, ისტორიულ და პრაქტიკულ აპექტებს ავტოკეფალიის მინიჭების საწინააღმდეგოდ.

არგუმენტები ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის სასარგებლოდ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის ეკლესიის არგუმენტები (დაფუძნებული კანონიკურ, ისტორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებზე), რომელიც უარყოფილია ისტორიულ საპატრიარქოთა მიერ, შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

  • ნებისმიერ ავტოკეფალურ ეკლესიას აქვს უფლება თავად მიანიჭოს ავტოკეფალია მის დაქვემდებარებულ ერთეულს.
  • ავტოკეფალიის მინიჭების მიზანი იყო შენარჩუნებულიყო და განსაზღვრულიყო კავშირი რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ამერიკის ეკლესიას შორის.
  • მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქონდა საეკლესიო იურისდიქცია 1970 წლამდე, რადგანაც:
    • რუსები იყვნენ პირველი მართლმადიდებელი ქრისტიანები ამერიკაში.
    • მათ დააარსეს პირველი საეპისკოპოსო (ეპარქია) ამერიკაში.
    • სხვა ამერიკელი მართლმადიდებლები სცნობდნენ რუსეთის იურისდიქციას 1918 წლის რევოლუციამდე.
  • ამას გარდა, ისტორიული ვითარების გათვალისწინებით, რუსეთს ჰქონდა უფლება ავტოკეფალია მიენიჭებინა თავისი მეტროპოლიისათვის, რადგან მათ ჰქონდათ უპირატესი უფლება ჩრდილოეთ ამერიკაზე.
  • ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობის მიუხედავად, ასეთ პროცესს ყოველთვის სჭირდება გარკვეული დრო, თუმცა საბოლოოდ, მისი აღიარება ბოლოს და ბოლოს მაინც მოხდება.
  • ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია მხარდაჭერილია თავად ამერიკის მართლმადიდებლური გაერთიანებების მიერ.

არგუმენტები ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანონიკური არგუმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ახალი ავტოკეფალიის შექმნასთან დაკავშირებით საკითხი ძირითადად უნდა გადაწყდეს სრული სისავსით წარმოდგენილი სინოდის თანხმობის საფუძველზე, განსაკუთრებით კი აუცილებელია ეკუმენური კრების თანხმობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ახალი ავტოკეფალიის წარმოქმნა იწვევს მის ტერიტორიაზე გარკვეულწილად განსხვავებული რეგულაციების შემოღებას.
  • ავტოკეფალიისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნორმები ამ შემთხვევაში არ არსებობს ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო სამართალში.
  • რუსების მიერ საეკლესიო მისიების წარგზავნა მოხდა მაშინ, როდესაც ალასკა იყო რუსეთის ნაწილი, ეკლესიების შექმნა კი განხორციელდა მხოლოდ რამდენიმე სამრეწველო ცენტრში. უნიატური ეკლესიების გაბატონების შემდეგ კი რუსეთმა კანონიკურადაც დაკარგა კონტინენტზე დომინანტობა.
  • ასე მოკლე პერიოდში ეპარქიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება ეწინააღმდეგება როგორც კანონიკურ, ასევე ტრადიციულ წესებს და გარეგნულად ემსგავსება სქიზმას (რადგან ოფიციალურად "მეტროპოლია" მოსკოვის მმართველობაში იყო 1933-1970 წლებში).
  • ავტოკეფალია თავისი ბუნებით მოიცავს ტერიტორიული საზღვრების დადგენასაც, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში რუსეთის ეკლესიას ექვემდებარებოდა ბევრი სამრევლო, თუმცა მათი უმრავლესობის მიერ არ ყოფილა ავტოკეფალიის მოთხოვნა.
  • არც ერთ ავტოკეფალურ ეკლესიას არ შეუძლია თვითნებურად გააფართოვოს თავისი იურისდიქციის საზღვრები მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების თანხმობის გარეშე (ხოლო რუსეთის ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები განისაზღვრა 1591 წელს).
  • ავტოკეფალიისთვის აუცილებელია მთლიანად ხალხისა და ეკლესიის ხელმძღვანელის თანხმობა, ხოლო ამერიკის შემთხვევაში ავტოკეფალია მიენიჭა მცირე ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე. ზუსტად ანალოგიური პრეტენზია გამოთქვა რუსეთის პატრიარქმა ტიხონმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ, რომ ავტოკეფალია უნდა მინიჭებოდა "საყოველთაო და სრულიად მოსახლეობის მოთხოვნის შედეგად".
  • იურისდიქციის უფლება, კანონიკურად, არ არის საეპისკოპოსოს შექმნის შემდგომი ეტაპი. უფრო მეტიც, სწორედ იურისდიქციაზე სხვა ეკლესიებთან შეთანხმების შემდეგ ექნებოდა რუსეთს საეპისკოპოსოების დაარსების უფლება.

ისტორიული არგუმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავტოკეფალიის იურისდიქციის ფარგლები როგორც წესი ემთხვევა ქვეყნის სახელმწიფოს საზღვრებს, რადგან მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა ეფუძნება ამა თუ იმ სახელმწიფოში მცხოვრები ერის მოთხოვნებს.
  • ისტორიაში მრავლად იყო შემთხვევა, როდესაც ავტოკეფალია გამოუცხადებიათ, თუმცა მსოფლიოს ეკლესიების თანხმობის გარეშე ეს ქმედება ძალის არ მქონე იყო.
  • ის პერიოდი, როდესაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გავრცელდნენ ალასკიდან ამერიკის დანარჩენ კონტინენტზე ემთხვევა იმავე პერიოდს, როდესაც სხვა მართლმადიდებლური ეკლესიებიც დაფუძნდნენ აქვე, შესაბამისად მისი პრეტენზია პირველობის შესახებ — უსაფუძვლოა.
  • ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული სხვადასხვა მართლმადიდებლური გაერთიანებები დროებით ექვემდებარებოდნენ რუსეთის იურისდიქციას, უმეტესად კი ისინი სრულიად გამიჯნულნი იყვნენ რუსეთის გავლენისგან. შესაბამისად, ეს გაერთიანებები ექვემდებარებოდნენ არა მოსკოვს, არამედ საკუთარ თავს.
  • ამერიკის კონტინენტზე ეპარქიის პირველი დამაარსებლები იყვნენ ბერძნები ფლორიდის ქალაქ ნიუ სმირნაში 1767 წელს, 26 წლით ადრე ვიდრე რუსეთის მისიონერი წმინდა ჰერმან გერმანე ალასკელი 1794 წელს ჩამოვიდოდა ალასკაში. ამ პერიოდში, როგორც ალასკა, ასევე ფლორიდა წარმოადგენდა კოლონიას. ალასკა იყო რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში, ხოლო ფლორიდა — ესპანეთის. ამერიკის შეერთებული შტატები კი, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, წარმოიქმნა 1776 წელს.

პრაქტიკული არგუმენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალასკის მეტროპოლია უკვე ათწლეულების განმავლობაში წარმოადგენდა თვითმმართველ ერთეულს და რუსეთი ვეღარ ერეოდა მის საქმიანობაში.
  • ამერიკისთვის ავტოკეფალიის მინიჭება იწვევდა საეკლესიო მმართველობის წესების უგულებელყოფას და საეკლესიო ტრადიციების მკვეთრ ცვლილებას.
  • შიშის ერთ-ერთი საფუძველს ასევე ისიც წარმოადგენდა, რომ არ იყო გამჭვირვალე ამ ეკლესიის საქმიანობა, განსაკუთრებით საყურადღებო იყო მისი გამოუცდელობა.
  • რუსეთის სამრევლო ისევ რჩება ამერიკაში დანაწევრებული მმართველობის სახით, სამი იურისდიქციის მმართველობის ქვეშ. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მცდელობაც, რუსეთის მხარდაჭერით, გაერთიანების შესახებ უშედეგოდ დასრულდა.
  • თავად ტერმინიც — "ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესია" არის მცდარი, რადგან მისი საყრდენი არის არა ამერიკის მართლმადიდებელი მორწმუნე მრევლი და არ წარმოედგენს მართლმადიდებლურ ამერიკას, არამედ ის ძირითადად წარმოადგენს მხოლოდ ამერიკაში მცხოვრებ სლავ მართმადიდებლებს.
  • რუსეთის ქმედებამ გამოიწვია საეკლესიო წესების დარღვევა და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით შექმნა გაურკვევლობა.
  • მოსკოვის ქმედება იყო მცდელობა გავრცელებულიყო საბჭოთა კავშირის გავლენა ამერიკაში.

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Autocephaly: The Orthodox Church in America. Crestwood, New York: St. Vladimir's Seminary Press, 1971.
  • Russian Autocephaly and Orthodoxy in America: An Appraisal with Decisions and Formal Opinions. New York: The Orthodox Observer Press, 1972.
  • Trempelas, Panagiotis. The Autocephaly of the Metropolia in America. Brookline, Massachusetts: Holy Cross School of Theology Press, 1974.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]