აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი (ვაგანკოვის სასაფლაო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი
Voskr sl 01.jpg
აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი (ვაგანკოვის სასაფლაო) (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°46′06″ ჩ. გ. 37°33′13″ ა. გ. / 55.76833° ჩ. გ. 37.55361° ა. გ. / 55.76833; 37.55361
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7730439003
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ათანასე გრიგორიევი
ხუროთმოძღვრული სტილი ამპირი
თარიღდება XVII საუკუნე

აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი (რუს. Храм Воскресения Словущего) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვის ისტორიულ ცენტრში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალურ ადმინისტრაციულ ოლქში პრესნენის რაიონში.

ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელზე. ეგვტერები წმინდა თეოდორ სიკეოტის[1], იოანე V მოწყალეს, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა აკვილინას სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძრის საფუძველი ჩაყარეს 1819 წელს, ხის იოანე მოწყალის სახელობის ხის ეკლესიის ახლოს, რომელიც აგებული იყო 1773 წელს, რომლის ადგილზეც ამჟამად როტონდა მდებარეობს. პროექტზე მუშაობდა არქიტექტორი ათანასე გრიგორიევი. მშენებლობა მიმდინარეობდა 12 წლის მანძილზე.

1831 წლის 26 სექტემბერს მიტროპოლიტმა ფილარეტმა აკურთხა ახალი ტაძრის მთავარი საკურთხეველი აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელზე.

მთავარი შენობა აგებულია ამპირის სტილში, რომელიც რუსული კლასიციზმის ნიმუშია არქიტექტურაში. ეკლესიის შესასვლელი გაფორმებულია ორსვეტიანი თეთრი ქვის პორტიკით.

1864 წელს აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი გააფართოვეს და მიაშენეს კიდევ ორი ეგვტერი. ჩრდილოეთისა აკურთხეს იოანე მოწყალის სახელზე, ხოლო სამხრეთის ეგვტერი თეოდორ სიკეოტის სახელზე. ტაძარში ასევე იყო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობის და მოწამე აკვილინას სახელობის ეგვტერებიც.

ტაძარი არასოდეს არ დახურულა, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგაც კი იგი ღია იყო მორწმუნეებისათვის. 1922 წელს ბოლშევიკების მიერ საეკლესიო ფასეულობების დატაცების ფარგლებში, მოახდინეს დაახლოებით 18 ფუთი ოქროსა და ვერცხლის საეკლესიო ჭურჭლის ნაციონალიზაცია. 1925 წლიდან 1944 წლამდე ეკლესია ობნოველცების ხელში იყო. 1945 წელს ეკლესია გადაეცა მოსკოვის საპატრიარქოს.

2018 წლის თებერვალში ეკლესიის შენობა გადაეცა რუსეთის მართლმადიდებლ ეკლესიას[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]