აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი (არბატი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი
აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი (არბატი) — რუსეთი
აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი (არბატი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′00″ ჩ. გ. 37°35′55″ ა. გ. / 55.75000° ჩ. გ. 37.59861° ა. გ. / 55.75000; 37.59861
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7736958000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე

აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი (რუს. Храм Воскресения Словущего) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვის ისტორიულ ცენტრში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალურ ადმინისტრაციულ ოლქში არბატის რაიონში. ეკლესიაში მოქმედებს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქი[1].

ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ტაძარს ეწოდებოდა „ფილიპე მოციქულის სახელობის ეკლესია“ მოსკოვის მიტროპოლიტის ფილიპეს პატივისცემის ნიშნად, რომლის ქალაქგარეთ სახლიც იდგა ტაძრის სიახლოვეს. ასევე არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც ეკლესია დააარსა თავად ფილიპემ, მაგრამ ჩანაწერთა წიგნებში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.

ამჟამად არსებული ტაძარი აგებულია ივან კოსმინის მიერ და ნაკურთხია 1688 წელს მოციქულ ფილიპეს სახელზე.

1812 წელს ტაძარი გაძარცვეს ფრანგებმა და ძლიერ დაზარალდა მოსკოვის დიდი ხანძრის დროს. ამის შემდეგ ორწელიწადნახევარი ტაძარში ღვთისმსხურება აღარ აღევლინებოდა. 1815 წელს ტაძარი აღადგინეს, მაგრამ საკუთარი მრევლი აღარ ჰყავდა, ამიტომ მიაწერეს ამჟამად უკვე დანგრეულ წმინდა ტრიფონ ამაფუნტელის ტაძარს, რომელიც მდებარეობდა არბატის მოედანზე. 1818 წელს ტაძარში ჩამოყალიბდა იერუსალიმის საპატრიარქოს მეტოქი და შენობაც მათ გადაეცათ. 1819 წელს ტაძრის მთავარი ეგვტერი აკურთხეს აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელზე. XIX საუკუნის ბოლოდან ბერძნული დასპორის არაერთგზის თხოვნის შემდეგ შაბათის ღვთისმსახურება ტრადიციულად მიმდინარეობს ბერძნულ ენაზე.

1917 წელს იერუსალიმის მეტოქი გაუქმდა, მაგრამ ეკლესია საბჭოთა პერიოდშიც არ დახურულა. 1989 წლიდან აღდგომის წმინდა ტაძრის განახლების სახელობის ტაძარი კვლავ იერუსალიმის ეკლესიის მეტოქია.

2003 წლიდან ტაძრის წინამძღვარია სტეფან (დისპირაკისი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]