აღდგომის კუნძულის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აღდგომის კუნძულის დროშა
1876—1888 წლებში არსებული დროშა

აღდგომის კუნძულის დროშა (რაპან. you Reimiro Reva) — აღდგომის კუნძულის ადგილობრივების, ეთნიკურად რაპანუის ხალხის ემბლემა, რომელიც არაოფიციალურად მისი მუნიციპალური და პროვინციული სიმბოლოცაა.

რაპანუის ენაზე რემირო (დროშის ადგილობრივი სახელწოდება) აღნიშნავს ტორომიროს ხისგან დამზადებულ ყელსაბამს, რასაც ტომობრიობისა და მმართველობის სიმბოლოდ იყენებდნენ ტომთა ბელადები ანუ არიკიები რელიგიური ცერემონიებისას. იგი შედგება ნახევარმთვარის ფორმის ფიგურისგან, რომელსაც კიდეებზე განცალკევებულად ამოკვეთილი აქვს ორი ადამიანის სახე, რომლებიც ერთმანეთს უყურებენ.

დროშია ადრეული ვერსიები გამოიყენებოდა 18761888 წლებში. წითელი ფერის რემირო გამოსახულია თეთრ ფონზე, რაც მანას ძალაუფლების სიმბოლოა. ძველ დროშაზე გამოსახული ოთხი შავი ანთროპომორფული ფიგურა კი გამოხატავს მითოლოგიურ ფრინველ მანუტარას, რომელიც კუნძულის სანაპიროებზეა გავრცელებული.

ამჟამინდელი დროშა მიღებულ იქნა 2006 წლის 9 მაისს.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]