შინაარსზე გადასვლა

აღდგომა (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„აღდგომა“

ავტორი ლევ ტოლსტოი
ქვეყანა რუსეთის იმპერია
ენა რუსული ენა
გამოცემის თარიღი 1899
მთარგმნელი პოლიო ირეთელი
ქართულად გამოიცა 1928 (შრომა)
წინამორბედი ანა კარენინა

აღდგომა (რუს. Воскресеніе) — რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის, უკანასკნელი რომანი. რომანი შესვენებებით იწერებოდა 1889-1890, 1895-1896 და 1898-1899 წლებში. გამოქვეყნდა 1899 წელს პოპულარულ რუსულ ყოველკვირეულ ჟურნალში „ნივა“. რომანის მთავარი გმირი, დიმიტრი ნეხლუდოვი, ნაწილობრივ ავტობიოგრაფიული პერსონაჟია. ტოლსტოი რომანში აღწერს იმდროინდელი რუსეთის იმპერიის სოციალური და სასამართლო სისტემის უსამართლობას, განუკითხაობას, თავადაზნაურობის გარყვნილებას, ჩინოვნიკთა გულგრილობასა და არაადამიანობას, ამასთანავე ის სახავს ადამიანის სულიერი აღორძინების შესაძლებლობას. რომანი თარგმნილია ყველა ძირითად ევროპულ ენაზე და არაერთხელაა ეკრანიზებული. რამდენჯერმე ითარგმნა და გამოიცა ქართულად.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

რომანი დაყოფილია სამ ნაწილად. თხრობის ცენტრშია დიდგვაროვანი ოჯახის შვილის, დიმიტრი ნეხლიუდოვის, ტრანსფორმაცია. ნაფიცი მსაჯული დიმიტრი ნეხლიუდოვი, საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად სასამათლო დარბაზში ყოფნისას განსასჯელის სკამზე ამოიცნობს შორეული წარსულიდან გამოცხადებულ სახეს — კატიუშა მასლოვას, მისი მამიდების ყოფილ ყმა გოგოს, რომელიც ზაფხულში სოფლად ჩასულმა ახალგაზრდა თავადმა შეაცდინა. დიმიტრისგან მიტოვებულ კატიუშას ცხოვრების სასტიკ პრობლემებთან მარტოს მოუწია გამკლავება. უამრავი განსაცდელი გადახდა, ბოლოს საროსკიპოშიც ამოყო თავი და სასამართლოზე ერთ-ერთი კლიენტის გაძარცვასა და მკვლელობას ედავებიან. დიმიტრი სინდისის ქენჯნას განიცდის და გადაწყვეტს, რადაც უნდა დაუჯდეს, კატიუშას ხვედრი შეუმსუბუქოს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]