აქშეჰირის მუზეუმი
| აქშეჰირის მუზეუმი | |
|---|---|
|
| |
| 38°21′24″ ჩ. გ. 31°24′40″ ა. გ. / 38.35667° ჩ. გ. 31.41111° ა. გ. | |
| დაარსდა | 2007 |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა | აქშეჰირი |
| სტატუსი | არქეოლოგიური |
![]() | |
აქშეჰირის მუზეუმი, ნასრეთინ ხოჯას არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მუზეუმი (თურქ. Nasrettin Hoca Arkeoloji ve Etnoğrafya Müzesi) — ეროვნული მუზეუმი კონიის პროვინციის აქშეჰირის რაიონში, ცენტრალური თურქეთი.[1] მუზეუმში გამოფენილია არქეოლოგიური არტეფაქტები და ეთნოგრაფიული ნივთები. იგი 2007 წელს დაარსდა და ეძღვნება თურქეთის ისტორიისა და ფოლკლორის სატირულ მოღვაწეს ნასრეთინ ჰოჯას, რომლის საფლავიც აქშეჰირშია.
მუზეუმი ადრე განთავსებული იყო ისტორიულ შენობაში სახელად თაშმედრესე,[2] რომელიც მუზეუმისთვის არასტანდარტული იყო. მუზეუმი მოგვიანებით გადაიტანეს სასახლეში, რომელიც აშენდა 1914 წელს და ეკუთვნოდა ადგილობრივ სასამართლოს. შენობა კულტურის სამინისტრომ 1989 წელს შეიძინა. 2006 წელს მიმდინარე რესტავრაციის შემდეგ იგი გაიხსნა ნასრეთინ ჰოჯას საერთაშორისო ფესტივალის დროს, 2007 წლის 5 ივლისს.[3]
პირველი სართული განკუთვნილია ადმინისტრაციული ოფისებისა და საფონდო ოთახებისთვის. პირველ სართულზე განთავსებულია არქეოლოგიური საგამოფენო დარბაზები. აქ არის სხვადასხვა ნივთები და მონეტები ნეოლითური ხანის, ბრინჯაოსა და რკინის ხანის, ანტიკური ხანის, რომაული და ბიზანტიური პერიოდიდან. ეთნოგრაფიული ნივთები მეორე სართულზეა გამოფენილი. ამ სართულზე არის სექციები საქორწილო ოთახისა და ნასრეთინ ჰოჯას შესახებ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Map page
- ↑ Cultural property page (in Turkish)
- ↑ Akşehir forum tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-04. ციტირების თარიღი: 2016-11-02
