აქსის თაუერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრი კოშკი ილია ჭავჭავაძის გამზირიდან

აქსის თაუერსი — ცათამბჯენი, ბიზნეს და კომერციული ცენტრი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის #75-ში.

41-სართულიანი (37 სართული მიწის ზემოთ და 4 სართული მიწის ქვეშ) შენობის სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. კომპლექსი ორი იდენტური ფორმისა და სიმაღლის თანაბარი მოცულობის კოშკისგან შედგება და მისი მშენებლობა 2022 წელს დასრულდა. ერთი კოშკი მინით, ხოლო მეორე კი ქვითაა დაფარული და თითოეულს კოშკს განსხვავებული ფუნქცია აქვს.

თეთრი კოშკი მთლიანად საცხოვრებელ ფართებს ეთმობა, შავი კოშკი კი მულტიფუნქციურია და სასტუმროს, კვების პუნქტებს, ბიზნეს და სხვა ტიპის ინფრასტრუქტურას აერთიანებს. კომპლექსური გრუნტით შექმნილი სირთულეების გამო კოშკების მშენებლობა რამდენიმე წლით იყო გაჭიანურებული. მშენებლობა 2015 წლიდან განახლდა კომპანია აქსისისა და თანაივნესტირების ფონდის მხარდაჭერით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]