აქსაის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქსაის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
აქსაის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია — რუსეთი
აქსაის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა აქსაი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1891-1897

აქსაის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь иконы Божией Матери «Одигитрия») — მართლმადიდებლური ტაძარი აქსაიში მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქ. აქსაი, გულაევის ქუჩა № 66.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე ტაძარი რომელიც ააშენეს აქსაიში იყო ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის პატივსაცემად 1897 წელს აგებული ეკლესია. მისი ისტორია დაკავშირებულია „ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატთან“.

1830 წელს როდესაც დონზე გავრცელდა ქოლერის ეპიდემია, სოფელში მოხდა ღვთისმშობლის ხატის გამოცხადება. ხმები სასწაულმოქმედი ხატის შესახებ გავრცელდა ადგილობრივ მოსახლეობაში. ხატმა ქოლერის ეპიდემიისაგან დაიხსნა სოფლის მოსახლეობა, ხოლო თავად ხატი შემდეგ მოათავსეს სოფლის სამების ეკლესიაში.

1847 წელს, როდესაც ერთი დღის მანძილზე სოფელში დაიღუპა 100 კაცი, ადგილობრივი კაზაკობის ხელმძღვანელობამ მოითხოვა ხატი ნოვოჩერკასკიდან დაებრუნებინათ სოფელში. ხატი მოათავსეს აქსაის სამების ეკლესიაში. მის სახელზე 1848 წელს ეკლესიაში ააშენეს საკურთხეველი. ამის შემდეგ ეპიდემია ახალი ძალით უტევს ნოვოჩერკასკს. ამიტომ სასწაულმოქმედი ხატი დააბრუნეს ქალაქში. ხატისათვის სპეციალურად თანამედროვე ატამანის სასახლის წინ მდებარე სკვერში დადგეს კარავი, რომელშიც დააბრძანეს სასწაულმოქმედი ხატი. მოსახლეობა 24 საათის განმავლობაში თაყვანს სცემდა აქსაის ხატს.

1851 წელს დაამტკიცა წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ხატის აქსაიში დაბრუნების შესახებ.

1891წელს იმ ადგილზე სადა მდებარეობდა აქსიაის ღვთისმშობლის ხატი, გადაწყვიტეს აეშენებინათ ეკლესია. მის ასაშენებლად მოსახლეობამ გაიღო თანხები. 1897 წლი 6 ნოემბერს დონის ეპარქიის ეპისკოპოსმა იოანემ (მიროლიუბოვი) აკურთხა ტაძარი. ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღო ასისთავ ლოტოშნიკოვის ქვრივმა ნადეჟდა ეფიმეს ასულმა. მოგვიანებით ააგეს პატარა სამლოცველო და სამრეკლო.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ხატი დაიკარგა. ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში ღვთისმსახურებას ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომმა. 1945 წელს ტაძარს რემონტი ჩაუტარდა. აღდგა ღვთისმსახურება. 2000-იან წლებში მოახდიეს ეკლესიის რესტავრაცია.

ტაძრის წინამძღვარია ალექსანდრე ბუდკოვი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Крылов А. Аксайская икона Божией Матери Одигитрии. Новочеркасск. 1890, с. 6-8.
  • Водолазская Е. "Донские храмы: церковь иконы Божией Матери «Одигитрия»// «Победа» 15 августа 2009 г.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]