აქინჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქინჯი
ტიპი: ყოველკვირეული
მფლობელ(ებ)ი: ჰასან ბეი ზარდაბი
გამომცემელი: ჰასან ბეი ზარდაბი
დაარსდა: 22 ივლისი, 1875
პოლიტიკური ერთგულება: არა
ენა: აზერბაიჯანული
შეწყვიტა გამოცემა: 29 სექტემბერი, 1877
სათავო ოფისი: ბაქო, აზერბაიჯანი
პერიოდულობა: 300-400 (1875)
დობილი გაზეთ(ებ)ი: პირველი გაზეთია აზერბაიჯანში

აქინჯი (აზერ. Əkinçi | اکينچی) ასევე წარმოითქმება როგორც ეკინჩი („მთესველი“, „მხვნელი") — პირველი აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი, რომელიც გამოიცა ბაქოში (რუსეთის იმპერიაში, ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქში) 1875-1877 წლებში. ეს იყო პირველი გაზეთი, რომელიც აზერბაიჯანულ ენაზე დაიბეჭდა. აქინჯი ასევე წარმოადგენდა პირველ გაზეთს, რომელიც რუსეთში დაიბეჭდა თურქული ენებიდან ერთ-ერთზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟურნალისტმა, პედაგოგმა, მეცნიერმა და მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა ჰასან ბეი ზარდაბიმ დაარსა პირველი აზერბაიჯანულებოვანი გაზეთი. „აქინჯი“თითქმის რევოლუციურად მიიჩნეოდა არა მხოლოდ, როგორც აზერბაიჯანულ ენაზე გამოქვეყნებული პირველი პერიოდულ გამოცემა, არამედ როგორც ბევრი ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდების საშუალება. იმისათვის, რომ მედია დაბალი ფენისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ზარდაბიმ ახალი რეფორმები შემოიღო აზერბაიჯანულ ენაში, რაც კონკრეტულად მეტად მარტივ ენაზე წერას წარმოადგენდა.[1] მან სპარსულიდან და არაბულიდან ნასესხებ სიტყვებზე უარი თქვა და მათი ჩანაცვლება აზერბაიჯანული სიტყვებით გადაწყვიტა. დღესდღეობით არაბული და სპარსული სიტყვები მეტწილად რელიგიურ ნაწაროებებში და კლასიკურ პოეზიაში გამოიყენება. „აქინჯის“ ძალიან ხშირად აკრიტიკებენ, როგორც ყოველდღიურ ენაზე შექმნილ გაზეთების სერიას. სინამდვილეში, გამარტივებული აზერბაიჯანული განზრახ იქნა არჩეული, რომ გაზეთები ყველა ფენაში, მათ შორის ნაკლებად განათლებამიღებულ ფენაშიც გავრცელებულიყო. ამის საშუალებით გაუადვილდებოდა ყველა იმ სატირული ლექსისა და სტატიის ძირითადი იდეის გააზრება.

აქინჯის გაზეთის პირველი გვერდი

კავკასიის რუსი გუბერნატორი დიმიტრი სტაროსელსკი ზარდაბის მცდელობებს ხელს უწყობდა და მხარს უჭერდა მას გაზეთის დაარსებაში. ის მონაწილეობას იღებდა „აქინჯის“ სახელის შერჩევაში, რომელიც, მისი აზრით, დაარწმუნებდა ხელისუფლებას, რომ გაზეთი იყო არაპოლიტიკური ჟურნალი, რომელიც სოფლის მეურნეობის ტექნიკის გავრცელებას ეხებოდა. სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებული სტატიების გარდა, ზარდაბიმ გამოაქვეყნა მასალები, რომლებიც ეხებოდა მედიცინასა და ბიოლოგიას, აგრეთვე რედაქციებს, რომლებიც ეხებოდა მუსულმანთა სოციალურ და კულტურულ მდგომარეობას კავკასიაში.[2] „აქინჯის“ პირველი ნომერი დაიბეჭდა 1875 წლის 22 ივლისს.

სტაროსელსკის წასვლამ პერიოდული გამოცემის შეჩერება გამოიწვია 1877 წლის 29 სექტემბერს. სხვა მიზეზებს შორის იყო სპონსორობის არარსებობა და მკითხველთა მცირე რაოდენობა (რომლებიც სასულიერო პირებმა შეცდომაში შეიყვანა. ისინი გამომცემლებს არარელიგიური ტექსტების გამოცემაში ადანაშაულებდნენ) მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი უფასოდ გაიცემოდა. არსებობის 26 თვის განმავლობაში, „აქინჯიმ“ მხოლოდ 300 მუდმივი მკითხველი მოაგროვა. მიუხედავად ამისა, მისმა არსებობამ ღრმად შეუწყო ხელი აზერბაიჯანში ჟურნალისტიკის განვითარებას და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთებისა და ჟურნალების დაარსებას, როგორიცაა ზიია (Ziya; 1879), ზიია გაფგაზიია (Ziya Gafgaziya; 1880), ქეშქული (Keshkul; 1883), შარგი-რუს (Sharg-i rus; 1903), ირშადი, ჰაიატი (ორივე 1905 წელს), ფიუზუტატი, ტაკამულ და მოლა ნასრედინი (ყველა 1906 წელს). ამ ყველაფრის შედეგად აზერბაიჯანული პრესა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.[3]

22 ივლისი, „აქინჯის“ პირველი გამოცემის დღე, 2010 წელს აზერბაიჯანში პრესის ეროვნული დღედ გამოცხადდა.[4]

მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„აქინჯის“ დაარსება მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, გაზეთის გამოცემით ხალხმა პრესა განიხილა, როგორც მასმედიის საშუალება, საგანმანათლებლო რეფორმების საფუძველი და ინსტრუმენტი, რომლითაც ჩამოყალიბდა სოციალური და საზოგადოებრივი სინდისი. ჰასან ბეი ზარდაბიმ ჟურნალის პირველ ნომერში თქვა, რომ გაზეთი უნდა ასახავდეს იმ ადგილის რეალობას, სადაც გამოიცემა და ასევე აქაური ხალხის საჭიროებებს.[5] „აქინჯის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და შედეგი ის არის, რომ ჟურნალისტების სისტემა და ჟურნალისტების თაობა გაჩნდა აზერბაიჯანულ საზოგადოებაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (in Russian) Everything Began with Akinchi Archived 2007-09-28 at the Wayback Machine by Nigar Jafarova. Nash vek. 5 August 2005. Retrieved 19 May 2007
  2. Äkinjý and AzerbaijaniSelf-Definition 2009-10-25 at WebCite by Evan Siegel. Originally published in Michael Ursinus, Christoph Herzog, & Raoul Motika (ed.), Heidelberger Studien zur Geschichte und Kultur des modernen Vorderen Orients, vol. 27 (Frankfurt am Main, etc.: Peter Lang, 2001). 2009-10-24.
  3. (in Russian) Between Adaptation and Self-Assertion Archived 2007-10-15 at the Wayback Machine by Eva Maria Auch. Sakharov-center.ru
  4. Today is National Press Day Archived 2015-04-02 at the Wayback Machine. Azerbaijan Press Agency. 22 July 2013. Retrieved 27 February 2015.
  5. Aşırlı, Akif (2009). Azərbaycan mətbuatı tarixi. Baku: Elm və Təhsil. pp. 11, 12. Həsən bəy Zərdabi "Əkinçi”nin timsalında mətbuata kütləvi informasiya vasitəsi, maarifçiliyin əsası, ictimai-siyasi şüurun formalaşması faktı kimi yanaşdı. "Hər bir vilayətin qəzeti gərək o vilayətin aynası olsun", "yaxşı-yamanlığı aşkar eləsin", "xalqın hər bir dərdi və xahişi o qəzetdə çap olunsun ki, o qəzetə baxan xalqı aynada görən kimi görsün" kimi dərin mənalı fikirlər çağdaş mətbuatımızın da əsas prinsipləri olaraq qalmaqdadır.