აზრა აქინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აქინი, აზრა)
აზრა აქინი
Azra Akın
დაბადების თარიღი 8 დეკემბერი, 1981 (1981-12-08) (42 წლის)
ალმელო
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდი
ეროვნება თურქი
მოქალაქეობა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
თურქეთის დროშა თურქეთი
საქმიანობა მოდელი
მსახიობი
აქტიური 2002-დან დღემდე
სიმაღლე 1.76 მ[1]
წონა 52 კგ[1]

აზრა აქინი (თურქ. Azra Akın; დ. 8 დეკემბერი 1981, ალმელო, ნიდერლანდები) — თურქი მოდელი და მსახიობი[2]. მის მსოფლიო 2002-ის გამარჯვებული[3].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1981 წლის 8 დეკემბერს ნიდერლანდების ქალაქ ალმელოში. დედა და მამა 1971 წელს გადავიდნენ საცხოვრებლად ნიდერლანდებში თურქეთიდან.

აზრა აქინი თურქეთის ისტორიაში მეორე მოდელია, ვინც მოუტანა თურქეთს გამარჯვება მის მსოფლიო-ზე[4].

აზრა აქინი თავისუფლად ფლობს ნიდერლანდურ, თურქულ და ინგლისურ ენებს.

იგი არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალი თურქეთში[5].

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმები
წელი ფილმი როლი შენიშვნა
2010 "ზედიზედ" ("PesPese") ფელინი
2006 "პირველი სიყვარული" ("İlk Aşk") ბაჰარი
2005 "უიღბლო" ("Teberik Şanssız") ფულია
2004 "მოყევი სტამბოლო" ("Anlat İstanbul") პრინცესა

სერიალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სერიალი როლი შენიშვნა
2015-2016 "ფოირაზ ქარაელი" ("Poyraz Karayel")[6] ჩიგდემი
2012 "ნეხვი" ("Muck") ელიფი
2011 "ოჯახი" ("Geniş Aile") ნეშე
2009 "განშორება" ("Ayrılık") ფირენგიზ ბაბაევა
2009 "აჰ გულო" ("Ah Kalbim") აზრა აქინი
2008 "ქარი" ("Rüzgar") ლეილა
2005 "ბარენდ ენ ვან დორფი" ("Barend en Van Dorp") აზრა აქინი
2004 "ეროვნული სიმღერის ფესტივალი" ("Nationaal songfestival") აზრა აქინი
2004 "წვიმის დროს" ("Yağmur Zamanı") ეილული
2003 "The Games" აზრა აქინი
2003 "მისტერ მსოფლიო 2003" ("Mister World 2003") აზრა აქინი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]