აქბარ ალაჰაბადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქბარ ალაჰაბადი
Akbar Allahabadi.jpg
დაბადების თარიღი 16 ნოემბერი, 1846(1846-11-16)
დაბადების ადგილი ალაჰაბადი
გარდაცვალების თარიღი 9 სექტემბერი, 1921(1921-09-09) (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი ალაჰაბადი
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა British Raj Red Ensign.svg ბრიტანეთის ინდოეთი
ჟანრი პოეზია

აქბარ ალაჰაბადი (დ. 16 ოქტომბერი, 1846, ალაჰაბადის მახლობლად — გ. 1921, ალაჰაბადი) — ინდოელი პოეტი, ურდუ ენაზე შექმნილი დემოკრატიული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი ალეგორიული სატირული ლექსები ინგლისელი კოლონიზატორებისა და მათ სამსახურში მყოფი თანამემამულეების წინააღმდეგ იყო მიმართული. აქბარ ალაჰაბადიმ მაჰათმა განდის მიუძღვნა ვრცელი პოემა „განდინამა“, რომელშიც მხარს უჭერს განდის ანტიკოლონიურ ბრძოლას. მრავალი ხატოვანი გამოთქმა აქბარ ალაჰაბადის ღაზალებიდან ანდაზებად და აფორიზმებად გავრცელდა ხალხში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]