აფხაზთა მეფეთა დივანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აფხაზთა მეფეთა დივანი (ქრონიკა))
Jump to navigation Jump to search

აფხაზთა მეფეთა დივანი (ქრონიკა) — აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) მეფეების ნუსხა (სია) პირველი მეფე ანოსიდან გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფე ბაგრატ III-მდე (975-1014). აფხაზთა მეფეთა დივანის შედგენა მიეწერება ბაგრატ III-ს. დასახელებულია 22 მეფე, აღნიშნულია მათი მეფობის რიგი და ნათესაობა (შვილი, ძმა). მეთერთმეტე მეფე ლეონიდან მოყოლებული მითითებულია თითოეულის მეფობის ხანგრძლივობაც. მთავრდება ბაგრატ III-ის ანდერძით. ძეგლი მოღწეულია XVIII საუკუნის ნუსხით და დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. იგი მნიშვნელოვანი წყაროა დასავლეთ საქართველოს (აფხაზთა სამეფოს) მეფეთა ქრონოლოგიისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრიგოლია კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 32, თბ., 1977 წელი.
  • თაყაიშვილი ე., რას შეიცავდა ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა,,,მ მის წგნ.: საისტორიო მასალანი, ტფ., 1912;