აფხაზეთის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არარატის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
ისტორიული რაიონი ახალი კუკია
წინა სახელები ვლადიმერის II შესახვევი, აფხაზეთის შესახვევი

აფხაზეთის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ახალი კუკია); გიორგი (გიგო) ზაზიაშვილის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის I ნახევარში. 1923 წლამდე ვლადიმერის II შესახვევი ერქვა, შემდეგ — აფხაზეთის შესახვევი. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ქუჩა. აქვს 2 შესახვევი (II შესახვევი. — ყოფილი ცხრაძმის II შესახვევი, III შესახვევი — ყოფილი ცხრა ძმის III შესახვევი).

აფხაზეთის I შესახვევი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფხაზეთის I შესახვევი — შესახვევი თბილისში, ჩუღურეთის რაიონი (ახალი კუკია); გიორგი (გიგო) ზაზიაშვილის ქუჩიდან აჭარის ქუჩამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]