აფხაზეთის სსრ
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დევიზი Пролетарии всех стран, соединяйтесь! Апролетарца аτ̆ѵлақуа ӡег̆ѵ рҿѵ iqoy, щҿeiдѵщкѵл! | |||||||||
ჰიმნი ინტერნაციონალი | |||||||||
აფხაზეთი 1921 წლის ევროპის რუკაზე | |||||||||
დედაქალაქი | სოხუმი | ||||||||
უდიდესი ქალაქები | სოხუმი, გაგრა | ||||||||
რელიგია | ათეიზმი | ||||||||
ფართობი | 8600 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 201 016 (1926) | ||||||||
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა აფხაზეთი, სსრ აფხაზეთი, ასევე აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აფხაზეთის სსრ (აფხ. Советтә Социалисттә Республика Аҧсны, ССР Аҧсны; რუს. Социалистическая Советская Республика Абхазия, ССР Абхазия) — ყოფილი დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, საქართველოს სსრ-ს შეერთების შემდეგ „შეთანხმებითი”[1] ავტონომიური[2] საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც არსებობდა 1921-1931 წლებში. ასევე საქართველოს სსრ-სთან ერთად შედიოდა ამიერკავკასიის სფსრ-ში.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1921 წლის 4 მარტს აფხაზეთში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება და 6 მარტს შეიქმნა აფხაზეთის რევკომი. 1921 წლის 26 მარტს აფხაზეთის რევკომმა მიმართა ლენინსა და სტალინს და მოითხოვა აფხაზეთის სსრ-ს შექმნა და მისი შეერთება რუსეთის ფედერაციისთვის. 1921 წლის 31 მარტს გამოცხადდა აფხაზეთის სსრ-ს შექმნა. იმავე წლის 16 დეკემბერს საქართველოსა და აფხაზეთის სსრ-ებს შორის გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი, ფაქტობრივად, შევიდა საქართველოს შემადგენლობაში. აფხაზეთის სსრ-ს მიეცა საქართველოს სსრ-ს წარმომადგენლობით ორგანოში დეპუტატთა 1/3-ის არჩევის უფლება, აფხაზეთის სსრ-მ შეინარჩუნა საკუთარი კომისარიატები, გარდა საგარეო საქმეთა კომისარიატისა.
1921 წლის დეკემბერში აფხაზეთის სსრ-მ საკავშირო ხელშეკრულება გააფორმა საქართველოს სსრ-თან.
1922 წლის თებერვალში აფხაზეთის საბჭოების პირველმა ყრილობამ დაამტკიცა საქართველოს სსრ-სთან გაფორმებული ხელშეკრულება.[3] 1922 წლის მარტში შექმნილ ამიერკავკასიის სფსრ-ში აფხაზეთი შევიდა, როგორც საქართველოს სსრ-ს ნაწილი. საბჭოთა კავშირის 1924 წლის კონსტიტუციაში აფხაზეთი მოხსენიებულ იქნა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა. 1925 წელს მიღებულ იქნა აფხაზეთის სსრ კონსტიტუცია, რომელშიც აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა აღიარებული. ეს კონსტიტუცია ძალაში არ შესულა. 1926 წლის 5 ივლისს მიღებულ იქნა საქართველოს სსრ-ს კონსტიტუცია, რომელშიც დაფიქსირებულ იქნა, რომ აფხაზეთის სსრ სამოკავშირეო ხელშეკრულების ძალით შედის საქართველოს სსრ-ში და შესაბამისად ამიერკავკასიის სფსრ-ში. კონსტიტუცია დამტკიცდა 1927 წლის 23 აპრილს.
1931 წლის 11 თებერვალს საქართველოსა და აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობის გადაწყვეტილებით აფხაზეთის სსრ-მ მიიღო ავტონომიის სტატუსი და დარჩა საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში, როგორც აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1926 წლის აღწერით აფხაზეთის სსრ-ში ცხოვრობდა 201016 ადამიანი, აქედან 71954 ქართველი, 51458 აფხაზი, 25677 სომეხი, 14045 ბერძენი და 12533 რუსი.[4]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- სონღულაშვილი ა. „აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში (1921-31 წწ)“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N12 გვ. 66-79 — თბილისი, „უნივერსალი“, 2014 ISSN 1512-3154
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზეთის სსრ სატრანსპორტო-ეკონომიკური რუკა, 1928 წელი საქართველოს ეროვნული არქივი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ (რუსული)საქართველოს სსრ-ის კონსტიტუცია 1927 წ. თავი IV: О შეთანხმებულ სსრ აფხ. [1]
- ↑ სსრკ-ის კონსტიტუცია 1924 წ. გაერთიანების შეთანხმება. თავი IV. სქოლიო. ავტონომიური რესპუბლიკები - აჭარა და აფხაზეთი - და ავტ. ოლქები სამხრეთ ოსეთი, მთიანი ყარაბაღი და ნახჭევანი ჰგზავნიან თითო წარმომადგენელს ერთა საბჭოში.
- ↑ საქართველოს კონსტიტუციური აქტების კრებული (1921-1978) გვ. 73 — თბილისი, 1983
- ↑ თოთაძე ა. „აფხაზეთის მოსახლეობა“ გვ. 89 — თბილისი, 1995